თეიმურაზ შარაშენიძე: ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე შიდა მოკვლევის შემდეგ გაათავისუფლეს

აზერბაიჯანში მყოფი ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე გათავისუფლებულები არიან. ამის შესახებ კომენტარი საქართველოს ელჩმა აზერბაიჯანში თეიმურაზ შარაშენიძემ გააკეთა.


"ისინი დაკავებულები ან პატიმრობაში აყვანილი არ ყოფილან. ჩატარდა შიდა მოკვლევა, რაც გაგრძელდა დაახლოებით სამსაათ-ნახევარი-ოთხი საათი, რის შემდეგაც ისინი გაუშვეს. იმიტომ იყვნენ გაჩერებულები, რომ ჰქონდათ არადეკლარირებული დიდი რაოდენობით თანხა. ჩატარდა მოკვლევა და აზერბაიჯანული კანონმდებლობის შესაბამისად, გაათავისუფლეს", - აღნიშნა შარაშენიძემ "იმედის" ეთერში სატელეფონო ჩართვისას.