ტელედებატების ე.წ. ნეიტრალურ ტერიტორიაზე ჩატარებასთან დაკავშირებით, ინგა გრიგოლია კომენტარს აკეთებს

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია, ნარმანიასა და მელიას შორის ტელედებატების ე.წ. ნეიტრალურ ტერიტორიაზე ჩატარებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში კომენტარს აკეთებს.

ცნობილია, რომ გრიგოლიამ დავით ნარმანიასა და ნიკა მელიას გადაცემა "რეაქციაში"  დებატების ჩატარება  „ფეისბუქის“ საშუალებით შესთავაზა, რაზეც მელიასგან დადებითი პასუხი მიიღო, თუმცა ნარმანიას შტაბმა ნეიტრალური ტერიტორია მოითხოვა. 

როგორც გრიგოლია წერს, ის ხვდება, თუ ვისი იდეაა ნეიტრალური ტერიტორია, თუმცა ამის დაჯერება არ სურს.


„ვაიმე, ნეიტრალურს მაინც ნუ ამბობს, სხვა რამე დაარქვას ამ იდეის ავტორმა ნეიტრალურის ნაცვლად. ერთი ის გამაგებინა, ვინაა იდეის ავტორი. დაახლოებით ვხვდები, მაგრამ არ მინდა დავიჯერო“,-წერს გრიგოლია.