არიხუანას დეკრიმინალიზაციის მომხრეები, რომლებიც მთავრობის ადმინისტრაციის წინ საპროტესტო აქციას მართავენ, მარიხუანას ეწევიან,-ამის შესახებ „ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება.
კორესპონდენტის ცნობით, მარიხუანას ადმინისტრაციის წინ 10-მდე ადამიანი ეწევა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მარიხუანა ერთ-ერთმა აქციის მონაწილემ შავი პარკით მოიტანა.
ადმინისტრაციასთან ასობით მოქალაქე არის შეკრებული, მათ შორის, ცნობილი სახეები. “მოძრაობა 2 ივნისის” დამფუძნებელმა ლექსო მაჭავარიანმა “ექსპრესნიუსთან” საუბრისას აღნიშნა, რომ ისინი კატეგორიულად ითხოვენ, მარიხუანის მოწევის გამო ადამიანების ციხეში ჩასმა შეწყდეს.
მისივე თქმით, მთავრობამ და პარლამენტმა ამ საკითხთან დაკავშირებით სერიოზულად უნდა იმსჯელოს და მარიხუანა დეკრიმინალიზებული უნდა გახადოს.
“შეწყდეს საქართვლოში მოწევის გამო ციხეში ჩასმა, ჩვენ ვთხოვთ პრლამნტს, მტავრობას და ყველა იმ სტრუქტურას, ვისაც ეს ეხება, რომ სერიოზულად შეხედონ ამ საკითხს, დაფიქრდნენ ამს აკითხზე, შემოიღონ კანონი და მიიღონ გააწყვეტილება, რომ მარიხუანა იქნეს დეკრიმინალიზებული საქართვლოში, რაც ჩვენია აზრით, შეამცირებსსაქართველოში, მრიხუნის მწეველთა რიცხს ვდა და ასევე გეტყვით,რომ მქარიხუანა ზიანს არ აყენებს საზოგადოებას, ვიდრე სხვა ნარკოტიკები”,-განაცხადა ლექსო მაჭავარიანმა.