7 საუკეთესო ოთახის მცენარე, რომელიც თქვენს სახლს ჟანგბადით გაამდიდრებს

ალბათ ძნელია იპოვო ქალბატონი, რომელსაც სახლში ერთი ოთახის მცენარე მაინც არ ექნება, მაგრამ ხშირად არ იციან, რა სარგებლობა მოაქვს ქოთნის მცენარეებს, რომელიც მათ სახლსა და აივანზე სეზონურად ყვავიან. 

გთავაზობთ, შვიდ მცენარეს, რომელიც თქვენს სახლს ჟანგბადით გაამდიდრებს და ტოქსინებისგან გაწმენდს.


ზოგიერთი მცენარის გახარება სახლის გარდა ოფისში და აგარაკზეც შეგიძლიათ. მცენარეების უკეთ ნახვისთვის გაშალეთ ფოტო დიდ ზომაზე.

1. შეფლერა - თუ სახლში მინიმუმ ერთი მწეველია, რომელსაც ყველაზე მეტად აივანზე გასვლა ეზარება, მაშინ აუცილებლად უნდა ახეიროთ სახლში შეფლერა. ის შესანიშნავად ანეიტრალებს ჰაერში ნიკოტინის შემცველობას.

2. ეპიპრემნუმი - ასუფთავებს ჰაერს ბენზოლისგან. მისი მოვლა მარტივია. იზრდება სწრაფად და იშვიათად სჭირდება მორწყვა.

3. დრაცაენა - თუ თქვენ ქარხანასთან ახლოს ცხოვრობთ და გამონაბოლქვი გაწუხებთ, დრაცანეა, ყველანაირ ტოქსინს აღმოფხვრის თქვენს მშვიდ ნავსაყუდელში.

4. ქლოროფიტიუმი - ეფექტურად ებრძვის გაზის გამონაბოლქვს და განსაკუთრებულად დაგეხმარებათ ჰაერის გაწმენდაში პირველ და მეორე სართულზე მცხოვრებლებს.

5. საძინებლის პალმა - ატენიანებს ჰაერს და ფილტრავს მავნე ნივთიერებებისგან.

6. სურო - ჰაერს წმენდს ბენზოლისგან, ფორმადლეჰიდისგან და ქსილოლისგან.

7. ფიკუსი - ჩემპიონია, როგორც ჰაერის გამწმენდი. ის ისეთ აქტიურ ტოქსინებს ებრძვის, როგორიცაა ფორმალდეჰიდი, ბენზოლი და ამიაკი. ფიკუსი მაგნიტივით იზიდავს მტვერს.

აირჩიეთ რომელიმე მცენარე და თქვენი სუნთქვა უფრო ჯანსაღი გახდება.