"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია "X ფაქტორის" ლაივ კონცერტებს ესწრება. ის ემოციური მაყურებელია და როცა კონკურსანტი მოსწონს, ფეხზე დგება და ტაშს უკრავს. ერთ-ერთ წინა ლაივზე სოფი სააკაშვილის ნამღერმა აღაფრთოვანა. გუშინდელ კონცერტზე კი თორნიკე ყიფიანის შესრულებამ მოხიბლა, ფეხზე ადგა და ტაში დაუკრა. PrimeTimeNews-თან კომენტარს თორნიკესთან ერთად ბატონი ნიკა გვარამიაც აკეთებს.
თორნიკე ყიფიანი: მაგარი ხარო, ბატონმა ნიკამ მითხრა. ძალიან გამიხარდა. ისე ვიყავი ემოციებში, არაფერი მახსოვს.
ნიკა გვარამია: თორნიკეს მსგავსი მომღერლები მომწონს. მიხარია, რომ ხუთეულშია. იმედი მაქვს, წინ წავა. ჩემი აზრით ბოლო რამდენიმე ტურია თორნიკე ყველას სჯობს. სუსტი აღარავინაა პროექტში, მაგრამ თორნიკე ყველაზე მეტად მომწონს. ის ჩემ გემოვნებაში ჯდება. მისი ტიპის მუსიკოსის დისკს ვიყიდდი და მოვუსმენდი. პროექტია თანამედროვე და თანამედროვე მუსიკალური მიმართულებები გვაქვს წარმოდგენილი. მებოს და ყიფოს მუსიკა ევროპაში დომინანტური ტრენდია. სოფი ამერიკულ მუსიკას ქმნის.
- წინა კვირას სოფიმ ლამის დატოვა პროექტი.
- სტეფანეს გადაწყვეტილებამ შემაშინა. სოფი დანაკლისი იქნებოდა პროექტისთვის.