18 ივნისს GDS-ზე გასართობი შოუ "ერთი ერთშის" ფინალი შედგა. ერთ-ერთი ფინალისტი ქეთი ორჯონიკიძე მაილი საირუსად იქცა და მისი ბოლო დროის ჰიტი Wrecking Ball შეასრულა.
ქეთის გამოსვლის დასასრულს, წამყვანებმა სცენაზე დარბაზიდან ორი ბიჭუნა იხმეს, რომლებიც მთელი სიმღერის განმავლობაში ემოციურად ყვებოდნენ ქეთის ნამღერს.