რატომ არის ყავა ქალბატონებისთვის მავნებელი?

ყავა ჯანმრთელობისთვის საზიანოა და განსაკუთრებით მავნე ზეგავლენას ახდენს ქალების ორგანიზმზე. აღნიშნული დასკვნა ექიმმა ბრიუს უაილდმა (Bryce Wylde) გამოიტანა.

უაილდის განმარტებით, ყავის პირველი უარყოფითი თვისება გახლავთ ის, რომ ფსიქიკას დეპრესიული განწყობისკენ უბიძგებს. ცდებმა აჩვენა, რომ როდესაც დეპრესიაში მყოფი ადამიანების კვების რაციონიდან ყავა ამოიღეს, ისინი უფრო ხალისიანები გახდნენ.


გარდა ამისა ყავა ხელს უწყობს გასტრიტის განვითარებას და კუნთოვანი მასის შემცირებას. ასევე დადგინა, რომ ყოველდღიურად ნახევარი ფინჯანი ყავის მიღება ქალის ნაყოფიერების შანსებს ამცირებს.

ყავის კიდევ ერთი უარყოფითი თვისება გალავთ პრემენსტრუალური სინდრომის ხელსეწყობა, ამიტომ თუ მენსტრუაციის წინა დღეებში სხეულის რომელიმე ნაწილის ტკივილს უჩივით, მაშინ უმჯობესია ყავაზე საერთოდ უარი თქვათ.