გია ჯაჯანიძის სკანდალური განცხადება - გოჩა ჩერტკოევი ბებიაჩემია

ფსიქოლოგი და ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე ამბობს, რომ გოჩა ჩერტკოევი მისი ბებიაა.

ამის შესახებ ჯაჯანიძემ ეკა ხოფერიას თოქ-შოუში განაცხადა.

მისი თქმით, რეინკარნაცია არსებობს.


"როცა ჩერტკოევი დავინახე, თვალთ დამიბნელდა, უცბად დავინახე ამ ადამიანში ბებიაჩემი იყო და დავიწყე გარკვევა რომელ წელს დაიბადა ჩამოვიდა და ა.შ. ეს არის რეინკარნაცია. მე შემიძლია გაჩვენო ბებიაჩემის ფოტო, სადაც გაჭრილი ვაშლივით გვანან ერთმანეთს.

"ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობისას გოჩამ მითხრა, მე არ ვიცი შენ როგორი ნიჭიერი ხარ. მე აქ ვხედავ, რომ ვერ ცეკვავ და დაბოდიალობ. ეს სიტყვები იცოდა ბებიაჩემმა - რა არის რას დაბოდიალობ, ანუ სიტყვა-სიტყვით, რასაც ის მეუბნებოდა, მეუბნებოდა ბებიაჩემი,“ - აღნიშნა გია ჯაჯანიძემ.

აღნიშნულს გამოეხმაურა გოჩა ჩერტკოევიც - "ყველაფერი მეგონა ჩემი თავი, მაგრამ ჯაჯანიძის ბებია ნამდვილად არა..." - განაცხადა მან.