ალინა არველაძის ღამის ცხოვრება კლუბებსა და რესტორნებში (+18 ფოტო)

გიორგი არველაძის უკრაინელ მეუღლე ალინა არველაძეს საქართველოში უკვე კარგად იცნობენ. მხიარულ, კომუნიკაბელურსა და გართობის მოყვარულ ალინას აქ ბევრი მეგობარი ჰყავს და მისი სამეგობრო წრე ძირითადად საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანებისგან შედგება.



ალინა არველაძე ყველაზე დიდ დროს ტელეწამყვან თიკო სადუნიშვილთან ერთად ატარებს. მასთან ერთად ხშირად შეხვდებით სხვადასხვა სარელაქსაციო დაწესებულებებში, ღამის კლუბებსა და რესტორნებში.

აღსანიშნავია, რომ მას იმდენად იტაცებს კლუბები, რომ ქორწილიც კი ღამის კლუბში გადაიხადა.

"გაუთავებელ სადღეგრძელოებს ავარიდეთ თავი, მხოლოდ მეგობრები მივიპატიჟეთ და ჩვენთვის, მყუდროდ გავერთეთ", -ამბობდა ალინა არველაძე.
რაც შეეხება კლუბური მუსიკის მიმართ გიორგი არველაძის დამოკიდებულებას, ალინა არველაძის თქმით, "გიორგი "დისკოს მოცეკვავეა" და ხალხი ჯერ კიდევ კერძს მიირთმევს, გიორგი რომ ცეკვას იწყებს"...

კიდევ ერთი ცნობილი ადამიანი, რომელიც ალინას კომპანიონობას უწევს, კახა მამულაშვილი - იგივე მამულიჩაა. ალინა არველაძე გიგი უგულავას მეუღლესთან და მის დასთანაც ხშირად ჩნდება.

მისი ღამის ცხოვრების ამსახველი ფოტოების ნახვა ჩვენს გალერეაში შეგიძლიათ.

იხილეთ ფოტოგალერეა

ალინა არველაძის მიერ Fb.com-ზე საჯაროდ გამოქვეყნებული ფოტოები

რაც შეეხება ალინა არველაძის პროფესიულ საქმიანობას, ვიდრე მისი მეუღლე "იმედის" დირექტორი იყო, ორ სატელევიზიო პროექტში

იყო ჩართული.

"გიორგი რომ "იმედის" დირექტორი გახდა, ყველა საქმეში ჩართული ვიყავი. ჰოდა, მკითხა, შენც ხომ არ დაიწყებდი რამის კეთებასო. გადაცემას "ღამე შორენასთან" მე ვერ მივიწერ, ჩემი იდეა არ ყოფილა. გიორგის სურდა, ყოფილიყო გადაცემა სექსზე და ეს გაკეთდა. "თბილისი ლაივი" კი ჩემი იდეაა. ეს ის არის, რისი ნახვაც სულ მინდოდა", - ამბობდა ალინა არველაძე. მისი სატელევიზიო კარიერა მაშინ დასრულდა, როდესაც მისმა მეუღლემ, გიორგი არველაძემ "იმედი" დატოვა.

ანი რაზმაძე
AMBEBI.GE