ლიზა და დათო ერთად რამდენიმე წელი ცხოვრობდნენ და პრესისთვის უხმაუროდ, მაგრამ როგორც ამბობებ, საკმაოდ სკანდალურად დაშორდნენ.
წყვილის დაშორების შემდეგ, ლიზამ არჩევანი თავისზე უმცროს ალტისტ გიორგი ცაგარელზე გააკეთა. ლიზა და გიორგი შეყვარებულები არიან, ოფიციალურად არ უქორწინიათ.
ნოზაძე კი დიდხანს მალავდა რჩეულს. გოგონას, რომელიც დათოს მესამე ცოლი გახდა სალომე ჰქვია.
წყვილის ქორწინებისა ჯვრისწერის ამსახველი ფოტოები მათმა მეგობრებმა ფეისბუქის საშუალებით გაავრცელეს. მომღერალმა ჯვარი იტალიის დედაქალაქ რომში დაიწერა.
ჯერ კიდევ ლიზასთან ქორწინებაში მყოფი ნოზაძე პრესასთან ურთიერთობას თავს არიდებდა. ტრადიცია არც ახლა დაურღვევია და ქორწილი საიდუმლოდ გადაიხადა და ცხადია, ჟურნალისტებსაც არ წყალობს და ახალი სიყვარულის ისტორია ჯერჯერობით ისევ ბურუსით მოცული რჩება.
სალომე დადიანი