17 მაისს სასულიერო პირები და მრევლი აქციას გამართავენ

17 მაისს, 10:00 საათზე, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება აქცია, რომელსაც შემოუერთდებიან მრევლი და სასულიერო პირები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან.
აქციაზე დაგმობილ იქნება ერთსქესიანი ურთიერთობებისა და ფემინიზმის ექსტრემისტული პროპაგანდა, ოჯახური ღირებულებების დისკრეტიზაცია, ათეიზმის წახალისება, აგრეთვე, ე.წ "ანტიდისკრიმინაციული" კანონი.


პროტესტის მიზეზთა უკეთ დემონსტრირების მიზნით, 17 მაისს, 10:00 საათიდან, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, აქციის პარალელურად მოეწყობა ერთსქესიანი ურთიერთობებისა და ფემინიზმის ექსტრემისტული პროპაგანდის, ოჯახური ღირებულებების დისკრეტიზაციის, ათეიზმის წახალისების ამსახველი კონკრეტული ფოტო- მასალის გამოფენა.

გამოფენის დასრულების შემდეგ დაიწყება მსვლელობა სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით.



შეგახსენებთ, 17 მაისს აქციის გამართვას გეგმავენ სოდომ-გომორის ცოდვის დაკანონების მომხრეებიც



ბექა ცხადაძე