ბაღდათის მუნიციპალიტეტის ერთერთ სოფელში, სკოლის 14 წლის მოსწავლე ბიჭმა თანასკოლელი მეორეკლასელები - ბიჭი და გოგო გააუპატიურა. ინფორმაცია "აფხაზეთის ხმას" ექსკლუზიურად მიაწოდეს. (რედაქცია შეგნებულად არ ასახელებს სოფელსა და მოზარდთა ვინაობას)
ბიჭმა თანასკოლელები სკოლაში გაკვეთილების დასრულების შემდეგ მიტოვებულ შენობაში შეიტყუა და მათზე სექსუალურად იძალადა. ინფორმაციის წყაროს ცნობით, მომხდარის შესახებ ბავშვებმა სხალში გაამხილეს, რის შემდეგაც სკოლაში მათი მშობლები მივიდნენ. წყარო აცხადებს, რომ განცხადება პოლიციაშიც შევიდა, თუმცა, ამ ინფორმაციას შსს-ში არ ადასტურებენ.
შემთხვევა დაახლოებით ათი დღის წინ მოხდა და, წყაროს ცნობით, საქმეს მსვლელობა მშობლებისა და სკოლის ადმინისტრაციის ურთიერთშეთანხმების შედეგად არ მიეცა.
http://www.fmabkhazia.com/