აჭარას ახალი ცუნამი დაატყდა თავს ანუ ახალი, თამაზ თურმანიძის კლანი!!!!!!


აჭარას ახალი ცუნამი დაატყდა თავს ანუ ახალი, თამაზ თურმანიძის კლანი!!!!!!
ჩემო საყვარელო ბათუმელებო, და არა მარტო ბათუმელებო, სრულიად აჭარის თანამემამულეებო!

თითქმის ორი წელია ბატონი ბიძინა ივანიშვილის თავდადებით და ძალისხმევით მოგვეცა საშუალება ქართველი ხალხი გვეხსნა იმ რეჟიმისგან, რომელშიც 9 წლის განმავლობაში გვამყოფბდა "ნაციონალური მოძრაობა".

2012 წლის შემდეგ საარჩევნო უბნებზე არჩევნები აღარ ყალბდება, პოლიტიკური ნიშნით ადამიანები აღარ იდევნება, არ გვისმენენ, უდანაშაულო ადამიანებს არ აპატიმრებენ, ყველა ადამიანს აქვს თავისი აზრის გამოთქმის უფლება. გარდა ამისა, სხვა ბევრი წინ გადადგმული ნაბიჯია ახალი ხელისუფლების მიერ, მაგრამ ძალიან ბევრი რამ გასაკეთებია, რათა საქართველოს ყველა მოქალაქემ სიკეთე და შვება იგრძნოს! მე ძალიან კარგად მესმის ჩემი ბათუმელების გაჭირვება და პრობლემები, ისიც ვიცი თუ რა გაწუხებთ თქვენ. სამწუხაროდ, ბათუმელი მოსახლეობის უმრავლესობა გაჭირვებასა და სიდუხჭირეში ცხოვრობთ, აჭარის ხელისუფლებამ ვერ მოიცალა ხალხისთვის და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დაკავებული იყვნენ თავიანთი კეთილდღეობის მოსაწყობად, ძალაუფლების გადანაწილების, კლანების შექმნის, კინკლაობის, ნაცების დროინდელი მეთოდით ბინძური პროვოკაციების მოწყობით მათთვის არასასურველი ადამიანების დაპატიმრების გზით ხელისუფლებიდან ჩამოშორებითა და სხვა მსგავსი მეთოდებით ამაზრზენი უმსგავსობებით არიან დაკავებულნი.
ამ დროს ახალი ხმა და არც თუ უსაფუძვლო მესამე კლანზე ალაპარაკდა ჩვენი ხალხი და აწ უკვე თურმანიძის კლანი, რომლის გვარიც მართლაც მოულოდნელად შემოიჭრა აჭარის მოსახლეობაში, ბატონმა თურმანიძემ მთლიანად საარჩევნო სიები დააკომპლექტა თავისი ახლო და მისი მეუღლის ნათესავებით, რომლებიც წინა ხელისუფლების საქმეებში აქტიურად იყვნენ ჩართული და დღემდე ჩრდილში იყვნენ და არანაირი წვლილი არ მიუძღვით წინა ხელისუფლების გაშვებაში. მე ჩემს ხელთ არსებული სიის ერთ პატარა ნაწილს ჩამოგითვლით ჩემს მიერ წამოყენებული პრეტენზიების დასასაბუთებლად:
1. იოსებ ბოლქვაძე (ყოფილი ნაცი,თურმანიძის სიმამრის ბიძაშვილი) #1 ხელვაჩაურის საკრებულოში;
2. ბოლქვაძე შოთა (თამაზ თურმანიძის მეუღლის მამა, ანუ სიმამრი, ნაცებმა დააწინაურეს და განყოფილების მთავარ ექიმად დაინიშნა) დეპუტატობის კანდიდატი;
3. ირაკლი მიქელაძე, დეპუტატობის კანდიდატი (თურმანიძის მამიდაშვილია)
4. სურმანიძე მამული (საერთოდ არსად ჩანდა, ერთი პერიოდი გამოჩნდა ბურჯანაძესთან).
ეს მცირედი ჩამონათვალია და გავაგრძელებ ჩამონათვალის გამოქვეყნებას, რომელიც ძალიან დიდია.
ყოველივე აქედან გამომდინარე, ჩვენ დამოუკიდებელი დეპუტატების კანდიდატები მოვითხოვთ ბატონ თამაზ თურმანიძესთან შეხვედრას და ვითხოვთ ჩვენს შეკითხვებზე პასუხს.