გულწრფელად გეტყვით რომ ძალიან ვინერვიულე ბატონი მინდია ჯანელიძის თავდაცვის მინისტრობიდან განთავისუფლებაზე

გულწრფელად გეტყვით რომ ძალიან ვინერვიულე ბატონი მინდია ჯანელიძის თავდაცვის მინისტრობიდან განთავისუფლებაზე, იმდენად ვინერვიულე ლამის დავხურე ჩემი ფეის გვერდი. ბატონ მინდიას მივიჩნევდი ერთ ერთ წარმატებულ მინისტრად,ამიტომაც ყოველდღე ვსტუმრობდი თავდაცვის სამინისტროს გვერდს და ვაზიარებდი მათ მიერ გაწეულ სამუშაოებს თუ განცხადებებს.

როდესაც ქვეყნის პატრიოტი ხარ, როდესაც გინდა რომ ყველაფერი კარგად იყოს და ამავდროულად მოულოდნელად ქვეყანას აცლიან ისეთ მინისტრს როგორიც იყო მინდია ჯანელიძე იმედგაცრუებას გრძნობ და შესაბამისად ბრძოლის ხალისიც გიკვდება.
მაინც ვერ შევძელი ჩემი გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა და კვლავინდებურად ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას, რადგან 2005 წლიდან ვიბრძვი და ვერ ვთმობ ამდენ ნამუშევარს,ასე მგონია ჩემი წასვლით ამ სფეროდან ყოველივეჩეეემს მიერ გაწეულ სიკეთეს წერტილი ესმება.
ვისურვებდი რომ მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისას,გადაწყვეტილების მიმღებმა ქართვების აზრი გაითვალისწინოს და მსგავს საკითხებს სათუთად მოეპყრას. დღემდე არა მაქვს პასუხი თუ რატომ გაანთავისუფლეს თავდაცვის მინისტრი გარდა იმისა რომ ბატონმა ბიძინამ ბრძანა რომ თინა ხიდაშელის დანიშვნამ თავდაცვის მინისტრის პოსტზე კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ჩვენს ევროპულ კურსსო, განა სხვა კურსი ქონდა ბატონ მინდიას? და თუ თინა ხიდაშელის გამინისტრება უნდოდათ ( და მისი წინააღმდეგი არასდროს ვყოფილვარ)ყველაზე კარგი ვარიანტი იყო საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩაებარებინათ, ამით უფრო დაუმტკიცებდა ევროპას რომ საქართველო ევროპის ნაწილია, თანაც არც ისე დიდი ავტორიტეტი აქვს დღევანდელ საგარეო საქმეთა მინისტრს და ხალხიც უფრო მშვიდად შეხვდებობა ამ ყოველივეს.
ბატონი მინდიას განთავისუფლებას კი საზოგადოების ნებათაღელვა და განაწყენება ნამდვილად მოჰყვა!