ბრინჯის ნიღაბი ბოტოქსის ეფექტით – მკითხველის მიერ მოწოდებული საოცარი რეცეპტი



ეს რეცეპტი ერთგულმა მკითხველმა მოგვაწოდა. ნიღაბი ნაცადია და მართლაც საოცარი ეფექტი აქვს.რაც მთავარია, მარტივად მოსამზადებელია და აბსოლუტურად ყველასთვის ხელმისაწვდომი. 
2 სადილის კოვზი ბრინჯი მოხარშეთ ბევრ წყალში (გაითვალისწინეთ, წყალი იმდენი უნდა იყოს, რომ ბოლომდე არ ჩაშრეს. ნახარში დაგჭირდებათ). ხარშეთ იმდენ ხანს, სანამ ბრინჯი არ ჩაიშლება. შემდეგ გადაწურეთ და ნახარში შეინახეთ. 


ახლა დაუმატეთ ერთი ჭიქა რძე და კიდევ ხარშეთ ნელ ცეცხლზე. შემდეგ გააგრილეთ, დააბლენდერეთ, რომ თანაბარი ფაფის მასა მიიღოთ და დაიდეთ სახეზე. გაიჩერეთ იქამდე, სანამ მთლიანად არ გაშრება ნიღაბი. ჩამოიშორეთ შენახული ბრინჯის ნახარშით, ცოტა ხანს ისიც შეიშრეთ და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ნიღაბის მთლიანად მოშორების შემდეგ არ დაგავიწყდეთ მკვებავი კრემის წასმა.

დარჩენილი ნიღაბი შეინახეთ მაცივარში. ის თავისუფლად გეყოფათ 3 დღე. სწორედ ამდენჯერ უნდა გაიკეთოთ ნიღაბი – 3 დღე მიყოლებით და გაიმეორეთ ერთი თვის მანძილზე კიდევ ერთხელ. 

გარდა იმისა, რომ ნიღაბს ბოტოქსის ეფექტი აქვს და ასწორებს არა მხოლოდ წვრილ ნაოჭებს, ის აუმჯობესებს კანის ფერსაც.