კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე „ენ დი აის“ ბოლო სოციოლოგიური კვლევის შედეგებზე კომენტარს აკეთებს. მისი თქმით თუ ვინმეს ჰგონია, რომ ისეთი ორგანიზაცია, როგორიც ენ დი აია სიმართლეს გამოაქვეყნებს ძალიან ცდება. რეჟისორის თქმით ნურავინ გაეჯიბრება ავტორიტეტში პატრიარქს, რადგან ის ათასი თავით ყველაზე მაღლა დგას. „გამორიცხულია პატრიარქს და ვიღაცას ლამის თანაბარი რეიტინგი ჰქონდეთ. ბოდიში და ვინ ჩემი ფეხებია უსუფაშვილი ან ალასანია ?! “ განაცხადა რეაზო ჩხეიძემ „საქართველო და მსოფლიოსთან“