ჟურნალისტი გუგა კვიტაშვილი გარდაიცვალა



ცნობილი ჟურნალისტი გუგა კვიტაშვილი 42 წლის ასაკში გარდაიცვალა. გუგა კვიტაშვილი 90–იან წლების მეორე ნახევარში იყო "მოამბის" წამყვანი , რეჟისორი, საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესის" დამფუძნებელი, მოგვიანებით, ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის პრესმდივანი.

ბოლო წლებში ის საზღვარგარეთ ცხოვრობდა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, რამდენიმეთვიანი მძიმე ავადმყოფობის შედეგად, გუკა კვიტაშვილი გარდაიცვალა.
"ინტერპრესნიუსი" ჟურნალისტ გუგა კვიტაშვილის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.