მოემზადეთ! მეცნიერების აზრით, 2014 წლის ზაფხული ანომალიურად ცხელი იქნება



ალბათ, ერთი სული გაქვთ, როდის დადგება ნანატრი ზაფხული, თუმცა გირჩევთ, გაზაფხულის გრილი ამინდით ისიამოვნოთ, რადგან გერმანიის უნივერსიტეტის სპეციალისტები არცთუ სახარბიელო პროგნოზს აკეთებენ. 


მათი მტკიცებით, 2014 წლის ზაფხულში ევროპისა და აზიის კონტინენტებზე - ანომალიური სიცხე დაფიქსირდება. მეცნიერებმა ეს დასკვნა გააკეთეს მოვლენა ელ-ნინოს შესწავლის საფუძველზე. 

მათი მტკიცებით, წლევანდელი ზაფხული არა მხოლოდ ძალიან ცხელი, არამედ გვალვიანიც იქნება.