ანტიდისკრიმინაციულ კანონზე მინდა ჩემი მოსაზრება დავაფიქსირო

ანტიდისკრიმინაციულ კანონზე მინდა ჩემი მოსაზრება დავაფიქსირო აქამდე ვაკვირდებოდი და ამიტომაც არ მითქვია არაფერი, მოკლედ არც საპატრიარქოს და არც მთავრობის პოზიციას არ შევეხები, ეს კანონი მედია ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად მინდა გავაანალიზოთ უფრო საგნობრივად, მე ვარ შშმ პირების წარმომადგენელი რომლის უფლებებიც სხვებთან ერთად უნდა დაიცვას ამ კანონმა, ახლა ასეთი რამ როცა პრემიერი, მინისტრები და ყველა პოლიტიკური სუბიექტი შშმ პირებზე საუბრობს გადავწყვიტე გითხრათ ესეთი ჭეშმარიტება რეალურ გარემოში ჩემთვის როგორც შშმ პირისთვის ამ კანონს არაფერი შეუცვლია, მეტიც ჩემთვის დისკრიმინაციულია როდესაც მხოლოდ ამ კანონის ერთ მიმართულებაზე საუბრობს ყველა მედიაორგანიზაცია და შესაბამისად სამოქალაქო თუ პოლიტიკური სექტორი.
რეალურად არაფერი შეცვლილა ისევ ისეა აფთიაქები ქალაქში თავი რომ ამტკივდეს მარტო ვერ შევალ იქ, ისევ ისეა ყველა დაწესებულება თუ ტრანსპორტი, არც ამ კანონის საფუძველზე დასაქმებული შშმ პირები მინახავს და ამ მხრივაც გრძელდება დისკრიმინაცია, მოკლედ ორი დღეა როგორც მედიით ვიგებ პრეზიდენტმაც მოაწერა ხელი კანონს და სულ უფრო ვრწმუნდები იმაში, რომ რეალურად ეს კანონი უსუსურია და არაფრის მომცემი. მერე ვზივარ და მეცინება ეს ხალხი ლამის ანათემაზე გადასცენ არაფრის გამო და არავინ ამბობს იმას რომ ესაა ქარიშხალი ჭიქა წყალში!... სხვათაშორის საქართველომ საერთაშორისო კონვენციას მოაწერა ხელი ამ მთავრობის არსებობისას შშმ პირების უფლებების დაცვის გასაუმჯობესებლად და მხოლოდ ერთ რამეზე ნუ ვიმსჯელებთ იქ სადაც ჩვენზეცაა საუბარი აზრი მაინც გვკითხეთ!