თბილისელთა ნაწილი დღეიდან მიკროავტობუსით მგზავრობას 40 თეთრად შეძლებს



ომის მონაწილეები და მათთან გათანაბრებული პირებისთვის დღეიდან, დედაქალაქში მოძრავ მიკროავტობუსებში, შეღავათები ამოქმედდება.


თბილისის მერიის განცხადებით, ამ კატეგორიის მოქალაქეები სამარშრუტო ტაქსებში მგზავრობის ღირებულების ნახევარს გადაიხდიან, მეორე ნახევარს კი მერია აანაზღაურებს.


"ამჟამად თბილისში 17 ათასამდე ომის მონაწილე და მათთან გათანაბრებული პირია რეგისტრირებული. დღეიდან თითოეულ მათგანს ახალი სამგზავრო ბარათის აღება ვაჟა-ფშაველას 99 ნომერში მდებარე სპეციალურ სერვის-ცენტრში შეეძლება. აღნიშნული შეღავათით სარგებლობისთვის უკვე არსებული ბარათები ომის ვეტერანებმა და მათთან გათანაბრებულმა პირებმა მიმდინარე წლის 20 ივლისამდე ახალი ბარათებით უნდა შეცვალონ," - ნათქვამია მერიის განცხადებაში.