"გვარამიამ ჯერ ჰოპლა დაიძახა და მერე გადახტა"-დარეჯან ლიპარტელიანი



„ექსკლუზივნიუსი“ დარეჯან ლიპარტელიანის ანალიტიკურ მასალას ავრცელებს. 

„ნაციონალურ მოძრაობას“, მათ ყველა ლიდერს, ასევე მათ მხარდამჭერ ფანატიკოსებსაც კი,  ქვეყნის წინსვლა და წარმატება, ამჟამინდელი ხელისუფლების წინსვლასთან აქვთ გაიგივებული და ეს იმდენად აღიზიანებთ, რომ  ყველაფერს აკეთებენ, რათა მიღწეული შედეგი გააუფასურონ და საპირისპირო ქმედებებზეც კი არიან წამსვლელი. მათი თვალსაზრისით, ქვეყნის ბედი მეორეხარისხოვანია,
 მათთვის პირველხარისხოვანი  ნაციონალური მიზნები და შორსგამიზნული ოცნებაა, რომ პოლიტიკური გვამი მიხეილ სააკაშვილი მკვდრეთით აღადგინონ და ის ბოროტება, რაც მათ ჰქონდათ ჩაფიქრებული (ისინი ხომ  30 წელი აპირებდნენ ხელისუფლებაში ყოფნას) და  ყველა ის მავნე, ქვეყნისათვის საზიანო პროექტები განახორციელონ, რის განხორციელებაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 9 წლის განმავლობაში ვერ შეძლო.
ჰოდა,  „ნაციონალური მოძრაობა“  ხელისუფლების ლოიალური დამოკიდებულების, ტენდენციური ჟურნალისტების  მომხვეჭელობით გაჯერებული პოლიტიკის, „ნაციონალების“ მიერ მოსყიდული არასამთავრობოებისა  და უცხოური ლობისტი ორგანიზაციების დახმარებით,  ახერხებს  და პატარ-პატარა პროვოკაციებს კვლავ წარმატებით ახორციელებს.

გასულ კვირას, როგორც კი „ფრიდომ ჰაუსმა“ საქართველოში მედიის თავისუფლების შესახებ თავის ანგარიშში შავით თეთრზე დაწერა, რომ  ბოლო 15 წლის განმავლობაში საქართველოში მედია არნახულად თავისუფალიაო,„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მეორე დღესვე, „თავის სტაჟიან რეჟისორს“,  „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, ბინძური „კლიპი“ -„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს ხელისუფლება  გვისმენს“, დაუკვეთა.

ნიკა გვარამიამ, რომელსაც  დიდი გამოცდილება აქვს,  შოუ დადგა და საზოგადოებას აჩვენა ის ტექნიკური მოწყობილობა და ჩანაწერები, რომლის მეშვეობითაც თითქოს მას და მის მოადგილეს უსმენდნენ. ნანახმა საზოგადოებაში დიდი აღფრთოვანება და მხარდაჭერა ვერ გამოიწვია „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობისა და ჟურნალისტების მიმართ, რადგანაც ყველას კარგად გვახსოვს, რომ  ტელეკომპანია „რუსთავი 2“ თავად იყო მხარდამჭერიც და „გამპრავებელიც“ იმ უკანონო მოსმენებისა და  დაჭერა-წამებისა, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმი ქართველების წინააღმდეგ ახორციელებდა. ამ ყველაფრის ტირაჟირებას კი „რუსთავი 2“  ახდენდა. როგორც კი ამ საკითხის შესახებ ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა, მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომ ნიკა გვარამიამ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს ყველაფერი ერთად დაგეგმეს. ამ ბრიფინგით თითქოს „ფარდა ახადეს“ „ფრიდომ ჰაუსის“ მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას: საქართველოში მედიის  თავისუფლების შესახებ ტყუილიაო და ნახეთ ხელისუფლება მედიაზე ზეწოლას რა მეთოდით ახდენსო...

მოკლედ, შოუ ნიკა გვარამიას რეჟისორობით, ქართული საზოგადოების თვალში, „რუსთავი 2“ ხელისუფლებისგან შევიწროებულ მსხვერპლად წარმოეჩინა, უშედეგო აღმოჩნდა და კრახი განიცადა. ბრიფინგზე ნიკა გვარამიას მუქარა -ცხოვრებას ჯოჯოხეთად გიქცევთო, ცრუ დაქადნება გამოდგა, რადგანაც მან ეკა კვესიტაძის საავტორო გადაცემას კი გადასცა ფარული ჩანაწერები და კვესიტაძემაც ბედნიერმა გვაუწყა ამის შესახებ, მაგრამ საზოგადოებაში ვერც ამან გამოიღო დიდი ეფექტი, რადგანაც მაყურებელს ახალი არაფერი შეუტყვია, გარდა იმისა, რომ ეს ადამიანები, ვის პოლიტიკურ კოჰაბიტაციაზეც ხშირად საუბრობენ (ვგულისხმობ ნაციონალების და რესპუბლიკელების ფარულ ალიანსს),გვარამიამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა. ჩანაწერში. ხელისუფლების მეორე პირი, პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, ძალიან გულთბილად ესაუბრება თბილისის ყოფილ მერს, გიგი უგულავას: - მე რა საკითხავი ვარ, არა მიშავს, ახლა მთავარია შენ როგორ ხარო, - ეუბნება ის გიგი უგულავას.

რაც შეეხება ნიკა გვარამიას მუქარას, - ვერ შეასრულა. ნათქვამია, ჯერ გადახტი და ჰოპლა მერე დაიძახეო.  გვარამიამ ჯერ ჰოპლა დაიძახა და მერე იცით სად გადახტა? -  პროკურატურაში, სადაც მის წინააღმდეგ უამრავი სისხლის სამართლის საქმის აღძვრაა შესაძლებელი. მან ასევე ვერ გათვალა ის, რომ როცა ახალი ხელისუფლება მოვიდა, რამდენიმე დღეში ცნობილი გახდა, რომ შს სამინისტროდან მოსასმენი აპარატურა დაიკარგა. ამის შესახებ მეც და სხვა ჟურნალისტებიც აქტიურად ვწერდით. ამაზე იმჟამინდელმა შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩემთან ინტერვიუშიც განაცხადა: „შესაძლოა ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა ფარული ჩანაწერების გავრცელება მოახდინონ, და, დაკარგული აპარატურით, კვლავ განაგრძონ ადამიანთა მოსმენა-მიყურადებაო“.

ჰოდა, ნიკა გვარამიას ეს ფაქტი წამოეწია და ქედმაღლური ღიმილი, მოულოდნელმა შიშმა დაუკარგა. ამას ისიც დაემატა, რომ გაურკვეველ და საეჭვო ვითარებაში, რამდენიმე დღეში, მისი პირველი მოადგილე, ნინო შუბლაძე თანამდებობიდან გადადგა და „რუსთავი 2“-ც დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, ნინო შუბლაძის ქმარს, ალექსანდრე ფარულავას სამართალდამცავებთან პრობლემები აქვს და შუბლაძემ თავის ოჯახის გადარჩენა ამჯობინა, „რუსთავი 2“-ის პოლიტიკურ ინტრიგებსო. მოკლედ, ნიკა გვარამიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ მცდელობა ხელისუფლებისთვის როგორმე ევნოთ, კრახით დასრულდა.
„ნაციონალურ მოძრაობას“ კი მთელი თავსატეხი წინ აქვს: ეს ადგილობრივი არჩევნები, მოგვიანებით კი საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარაფირების ხელშეკრულების ხელმოწერაა, რომელსაც  27 ივნისს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უნდა მოაწეროს ხელი.
აი, რა უამბო „ექსკლუზივ ნიუსს“ სანდო წყარომ: - „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან დიდ ფულს ხარჯავს, ადგილობრივ არჩევნებში მეორე ადგილზე რომ გავიდნენო.  ამისთვის ისინი „ქართული ოცნების“ იმ წევრებს იყენებენ, რომლებიც ოცნებაში ოდეერებად არიან  ჩანერგილი. ფული ბევრი აქვთ, ოცნებაშიც თავზესაყრელად არიან „ნაციონალებიდან“ გადმობარგებული ნაძირლები, რომლებსაც მიშაზე აბოდებთ.  სწორედ ამ ხალხმა გააძევა „ქართული ოცნებიდან“ ის ადამიანები, რომლებიც  ერთგულად ედგნენ გვერდით ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“. თუმცა ეს გარიგებები იატაკქვეშეთში იმდენად კონსპირაციულად მიმდინარეობს, რომ ადვილი არ იქნება მათი გაშიფვრა. მაგრამ, სოფლებსა და რაიონებში, სადაც ნინო ბურჯანაძეს მართლა აქვს  მეორე ადგილზე გასვლის შანსი, რესპუბლიკური პარტიის რაიონული ხელმძღვანელები ყველაფერს აკეთებენ, რომ „ნაციონალებს“ ხელი შეუწყონ და ბურჯანაძე გვერდზე გასწიონ. ერთხელ პარლამენტში,  ჩემს მეგობართან ვიყავი მისული. იქ ჩემი ყურით მოვისმინე: ძმები ბერძენიშვილები სამ ნაციონალ დეპუტატთან იდგნენ და ეუბნებოდნენ, ხელისუფლებაში ბურჯანაძის მოსვლას, ისევ თქვენი დაბრუნება  სჯობსო. ეს იყო საპრეზიდენტო არჩევნების დროს. ამას წინათ, ისევ მოვინახულე ჩემი მეგობარი პარლამენტარი და ვკითხე, ისევ იმ პოზიციაზე დგანან რესპუბლიკელებითქო? - კი, ახლა უფრო დაუახლოვდნენ „ნაციონალებს“ და ასე ეუბნებიან, თქვენს გვერდით გვიგულეო. თუმცა რესპუბლიკელებსა და ნაციონალებს ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდათ.
რაც შეეხება არჩევნებს, „ნაციონალები“ შედეგების გაპროტესტებას გეგმავენ,  არეულობა რომ გამოიწვიონ. მათი მიზანია,  ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა ჩაშალონ. „ნაციონალებმა“, შესაძლოა, ამ ხელშეკრულების ჩაშლის მცდელობა სათავისოდ გამოიყენონ და ხელისუფლება დააშანტაჟონ, რომ ისინი  მეორე ადგილზე გაიყვანონ“.

27 ივნისს დაგეგმილი პარაფირების ხელშეკრულების ხელმოწერა,  ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ უნდა შეაფერხოს, რადგანაც ეს ხელშეკრულება ჩვენი ქვეყნის წინსვლის და მომავლის საფუძველია. ხელისუფლება, რომელსაც სურვილი აქვს, ქვეყანა აღმავლობისა და წინსვლის გზას დაადგეს,  საზოგადოების უმეტესი ნაწილისა და ერის სულიერი მამის საწინააღმდეგოდ მოიქცა და უმძიმესი ხარკი გაიღო - გასულ კვირას,  პარლამენტმა სამი მოსმენით, ხმათა უმრავლესობით, ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო.
გზა ევროპისკენ ეროვნულ ღირებულებებზე ნამდვილად არ გადის, თუმცა ქვეყნის განვითარებას ზოგჯერ სჭირდება რაღაც კომპრომისებზე წასვლა.
ამ კანონის მიღების შემდეგ ჩვენმა პატრიარქმა, რომელიც თავის სულიერ შვილებს მუდამ შეგვახსენებს ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის შესახებ, 17 მაისი ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოაცხადა.
გავრცელებული ინფორმაციით, ლგბტ და ანტიდისკრიმინაციული კანონის მხარდამჭერები გრანდიოზულ მსვლელობას გეგმავენ. იმედია, სამართალდამცავები მოსალოდნენ ქაოსს თავიდან აიცილებენ  და პატრიარქის მიერ გამოცხადებულ წმინდა დღეს, სიბინძურისა და მრუშობის ვაკხანალია არ ჩაანაცვლებს.