ტელეკომპანია „რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნინო შუბლაძის სამუშაო კაბინეტებში მოსასმენი მოწყობილობები აღმოაჩინეს. ნაპოვნია ფარული ვიდეოჩანაწერებიც. აღნიშნულ თემაზე ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ და ჟურნალისტებმა სპეციალური ბრიფინგი გამართეს. როგორ ბრიფინგზე ნინო შუბლაძემ განაცხადა, იმედი აქვთ, ფაქტს უმოკლეს დროში გამოიძიებენ:
„ფაქტი ძალიან შოკისმომგვრელი იყო. ჩვენი დიდი სურვილია, გაირკვეს ვინ დგას ამ ფარული მოსმენების უკან. ველით ამ კითხვებზე პასუხს, იმედი გვაქვს, შესაბამისი ორგანოები დროულად დაინტერესდებიან ამ ფაქტით და მოკლე დროში გამოიძიებენ. გაეცემა ყველა კითხვას პასუხი, რომელიც აქ მდგომ ჟურნალისტებს გვაქვს. უნდა გაირკვეს ვინ აკეთებდა ამას ტელევიზიაში", - განაცხადა მან.