უგულავას ცოლი და ცნობილები - ლელა კილაძის ფოტოები ოფიციალური და არაოფიციალური ღონისძიებებიდან (+40 ფოტო)

თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას და ლელა კილაძის რომანი დაახლოებით ხუთი წლის წინ დაიწყო. მაშინ ლელა კილაძე მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა. მისი და გიგი უგულავას ურთიერთობაც სწორედ მერიაში დაიწყო. ამის გამო კილაძე მერიიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადავიდა სამუშაოდ. 

პირველ ცოლთან, თაკო ცაგურიასთან დაშორების შემდეგ, 2010 წელს უგულავას კილაძესთან ვაჟი, ალექსანდრე შეეძინა. ალექსანდრე უგულავა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში დაიბადა.


გიგი უგულავასთვის ალექსანდრე მესამე შვილია. პირველი ქორწინებიდან მას 2 გოგონა ჰყავს - უფროსი, ტასო და პატარა თინათინი. ლელასთვისაც ალექსანდრე მესამე შვილია. მას ორი 

უფროსი ვაჟი ჰყავს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქის კულტურულ ცხოვრებას და გაფორმებას სწორედ ლელა კილაძე განაგებდა. 

სოციალურ ქსელში პირად გვერდზე კილაძე საზოგადოების ცნობილ სახეებთან ოფიციალურ და არაოფიციალურ ღონისძიებებზე გადაღებულ მრავალ ფოტოს აქვეყნებს.