როგორც ნინო სუთიძემ Prime Time News-ს განუცხადა, დავით კოდუას ბიზნესინტერესების გამო მის მეუღლეს ირაკლი კოდუამ ნარკოტიკები ჩაუდო.
"დავით კოდუას უნდოდა "ტიფლის დეველოპმენტის" წილი დაეთმო ჩემ მეუღლეს, ამიტომაც შემოგვივარდა სახლში მისი ძმა, ირაკლი კოდუა, ჩაგვიდო დიდი ოდენობით ჰეროინი და დამათმობინეს ქონება, გადაგვახდევინეს ნახევარი მილიონი და წამართვა ჩემი კუთვნილი 80-ათასიანი ავტომანქანა. დღეს ჩემი მეუღლე გმირია, რომ დავით კოდუა გაგლიჯა შუაზე. ჩემმა ქმარმა ცემა დავით კოდუა და უნდა ეცემა კიდეც", - აცხადებს ნინო სუთიძე.