გაიგეთ რა ფერის პომადას გირჩევენ ასტროლოგები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით



ხშირად ვყოფილვართ ისეთ სიტუაციაში, რომ გვიჭირს პომადის ფერის შერჩევა და გვჭირდება ვიღაც ვინც დაგვაკვალიანებს. ამ შემთხხვევაში ასტროლოგები ოდიაქოს ნიშნის მიხედვით გირჩევენ რა ფერის ტუჩსაცხი მოგიხდებათ.

ვერძი ბუნებით ავანტიურისტია; დინამიკური და ეთუზიასტი. მისთვის შესაბამისი იქნება მქრქალი წითელი ფერის პომადა.


ელეგანტურ და წარმტაც კუროს ღია იისფერი ფერის პომადა უფრო მეტ მომხიბვლელობას შესძენს.

ტყუპებს ხშირად ახასიათებენ, როგორც თავქარიან, ახირებულ და ცვალებად ადამიანად. მას ყველაფერი ახალგაზრდული და ცოცხალი მოსწონს. მისთვის შესაფერისი იქნება უფერული საცხი, რომელიც ბუნებრივად გამოკვეთავს ტუჩს.

კირჩხიბი ემოციური, გამომგონებელი და მუდამ სიყვარულის ძიებაში მყოფია, – ასეთ ქალებზე მამაკაცები აფანატებენ. მას ღია ყავისფერი პომადა მოუხდება.

შემოქმედ, ნიჭიერ და კეთილშობილ ლომს ბრინჯაოსფერი პომადა დაამშვენებს. არ დაგავიწყდეთ ბზინვარე საცხი.

იდუმალმა და მგრძნობიარე ქალწულმა არჩევანი ბრჭყვიალა ვარდისფერი პომადაზე უნდა შეაჩეროს.

მომხიბლავ, ქალურ და გულღია ხასიათის სასწორს ბზინვარე ვარდისფერ-ჟოლოსფერი პომადა უფრო მეტ მომხიბვლელობას შესძენს.

მოერიელი ვნებიანი, ძლიერი და ინტუიცია განვითარებული ნიშანია. მას ოქროსფერი პომადა მოუხდება.

ოპტიმისტმა და ფილოსოფიურად განწყობილმა მშვილდოსანმა არჩევანი მქრქალ ფორთოხლისფერ პომადაზე უნდა შეარჩიოს.

მხიარულ, ამბიციურ და დისციპლინის მოყვარულ თხის რქას მუქ ყავისფერ პომადას ვურჩევთ.

ერთგული, მეგობრული, და მზრუნველი, – ასე ახასიათებენ გარშემო მყოფები მერწყულს, რომელსაც სპილენძიფერ, ბრჭყვიალასაცხიან პომადას ვთავაზობთ.

ემოციურ, მგრძნობიარე სენტიმენტალურ თევზებს ღია ჩალისფერი პომადა და ამავე ფერის ბზინვარე საცხი მოუხდება.

წყარო: cacao.cp.ge