ყველაზე ტატუირებულ ქალს სჯერა, რომ უკვდავია



მარია ხოსე კრისტერნა ერთ-ერთი ყველაზე ტატუირებული ქალია მსოფლიოში. 35 წლის მექსიკელს იმდენად უყვარს ვამპირები, ჯადოქრები და ტატუები, რომ ადვოკატის პროფესიაც კი მიატოვა და ტატუს ოსტატი გახდა. არც არის გასაკვირი, ვინ ითანამშრომლებს ასეთ იურისტთან? 

დღეს მისი სხეულის 90 პროცენტი ტატუებით არის დაფარული, გარდა ამისა, პლასტიკური ოპერაციების მეშვეობით ეშვები დაიმატა, შუბლზე – ტიტანის ფირფიტები, რომ რქებს დაემსგავსოს. გარდა ამისა, ახალ გარეგნობას რომ სრულად შეესაბამოს, წვრილგუგიან ლინზებს ატარებს და ამ საშიში გარეგნობით დაიარება ქუჩებში.


ყველაზე საოცარი კი ის არის, რომ კონსერვატიულ კათოკიურ ოჯახში დაიბადა, სადაც საკმაოდ მკაცრი შეხედულებები ჰქონდათ ყველაფერზე. თუმცა ამას არ შეუშლია მისთვის ხელი, როგორც კი გაიზარდა, ოცნებები განეხორციელებინა. თანაც, მარია ოთხი შვილის დედაა. 

საკუთარი გარეგნობის წყალობით პოპულარული გახდა, იწვევენ შოუებში, ფოტოსესიებზე. თავად კი მიაჩნია, რომ ნარკოზის გარეშე ჩატარებული ოპერაციები და ტატუები მისი გზაა სიძლიერისკენ, ასეთი გარეგნობა კი უკვდავებას მოუტანს.


http://www.etanews.ge/