რომელი პროდუქტები გამოდევნიან ორგანიზმიდან კალცს?

მყიფე ძვლები ხანდაზმული ადამიანების პრობლემაა, მაგრამ ასაკის მიუხედავად, იგი ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს, თუ ძვლოვანი სისტემიდან კალცის გამოდევნას შეუწყობს ხელს. 

გთავაზობთ პროდუქტების ჩამონათვალს, რომლებიც ან უნდა შეამციროთ, ან საერთოდ ამოიღოთ რაციონიდან. 


ყავის რეგულარული, ხშირი სმა უარყოფითად მოქმედებს ძვლოვან სისტემაზე. დადგენილია, რომ ერთ ფინჯან ყავას ორგანიზმიდან 6 მგ კალცის გამოდევნა შეუძლია. 

მარილი ძვლების მეორე მტერია. მისი გადაჭარბებით მოხმარება უარყოფითად მოქმედებს ძვლების სტრუქტურაზე. შესაბამისად, ადამიანი იტანჯება ოსტეოპოროზით ან ხშირი მოტეხილობებით.

ფოსფორის მჟავა, რომელიც ძირითადად, უხვადაა უალკოჰოლო გაზიან სასმელებში, განსაკუთრებით საშიშია ძვლებისთვის. ამიტომ მაქსიმალურად შეამცირეთ ან სრულიად აკრძალეთ უალკოჰოლო გაზიანი სასმელები. აუკრძალეთ მათი სმა ბავშვებს. 

ალკოჰოლური სასმელი - მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ სპირტი ხელს უშლის ორგანიზმს კალცის ათვისებაში, რაც, ადრე თუ გვიან, ოსტეოპოროზის მიზეზი ხდება.