ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ თქვენ უმაკიაჟოდ ივლით



სწორად გაკეთებული მაკიაჟი ქალის კანისათვის იმდენადვე საზიანოა, რამდენადაც – ვიზუალურად ლამაზი. კანის ფერის შეცვლა, ტუჩის საცხი, აპრეხილი წამწამები, თვალის ჩრდილი, შავი ფანქარი და დამალული ნაკლოვანებები ყველა ქალბატონს ალამაზებს. მიუხედავად იმის ცოდნისა, რომ კანს სუნთქვა სჭირდება, მაკიაჟზე უარს თითქმის არავინ ამბობს.

სინამდვილეში, სახის მაკიაჟისგან დასვენების სხვა ბევრი მიზეზიც არსებობს. გაინტერესებთ, რა ხდება მაშინ, როდესაც მაკიაჟის გაკეთება გავიწყდებათ ან ვერ ასწრებთ?


1. პირველ რიგში, თქვენი ფორები სუნთქვას იწყებს. მაკიაჟის საშუალებების უმრავლესობა ისეთ დანამატებს შეიცავს, რომლებიც კანისთვის ძალიან საზიანოა.

2. უმაკიაჟობით კი თვალებს ინფექციებისგან იცავთ. შეიძლება არც დაფიქრებულხართ, რატომ გტკივათ თვალები ასე თუ ისე ხშირად. ამის მიზეზი, კომპიუტერთან ერთად, თვალის ფანქარი, ჩრდილი და ტუშიც არის. დროდადრო ისინი თვალის საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს ქმნიან.

3. ნებისმიერი რამ, რასაც სახეზე ვიკარებთ, ალერგიულია. ალერგიულობა დამოკიდებულია ქალის კანის სტრუქტურაზე. ყოველი ტიპის მჟავა, რომელსაც მაკიაჟის საშუალებები შეიცავს, ინდივიდუალურ დონეზე სხვადასხვაგვარად ალერგიულია. შეიძლება მან გამოიწვიოს გამონაყარი, თმიანობა, ლაქები და ა.შ.

გარდა ამისა, ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც შესვენების დღეების გამოყოფა მოგიწევთ, არის ის, რომ მაკიაჟი ქალს ადრე აბერებს. სახის კანს უმიზეზო შეხებაც კი არ უყვარს. მაკიაჟის გაკეთებისას კი კიდევ უფრო ზედმეტად ვეხებით მას. იგივეს ვაკეთებთ მაკიაჟის მოშორებისას, ხოლო საშუალებები, რომლებსაც საშუალო ფენის წარმომადგენლები ვხმარობთ, ნამდვილად ვერ დაიკვეხნის ხარისხითა და უვნებლობით

წყარო: etanews.ge