აგრესიული "მშვიდობიანი" მსვლელობა და რამდენიმე დაშავებული



ლგბტ აქტივისტების საწინააღმდეგო აქციაზე 20-მდე ადამიანი დაშავდა. რუსთაველის გამზირზე, თავისუფლების მოედანსა და ნატო ვაჩნაძის ქუჩაზე 16 სამედიცინო ბრიგადა იმყოფებოდა. 


ლგბტ აქტივისტების საწინააღმდეგო აქციაზე მომხდარი ინციდენტებისას 13 დაზარალებულის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.
დაშავებულები ძირითადად ინგოროყვას კლინიკაში არიან გადაყვანილნი. მათ თავის, კიდურების და სხეულის სხვა ნაწილებზე მსუბუქი დაჟეჟილობები და ნახეთქი ჭრილობები აღენიშნებათ.

დაშავებულთა შორის ოთხი პოლიციელია, ერთ-ერთ მათგანს ვაჩნაძის ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების დროს ფეხი მოსტყდა, ხოლო რადიო "ფორტუნას" ჟურნალისტ ხატია კალანდაძეს თავი გაუტყდა.



http://www.palitratv.ge/