ძალიან საინტერესოა! იცით,რა ხდება თქვენს ორგანიზმში,როცა გძინავთ?


ყველასთვის ცნობილია, რომ სანამ გვძინავს, ჩვენი ორგანიზმი განაგრძობს მუშაობას.დუნდება და ემზადება მომავალი დღისთვის, აღიდგენს ძალებს.

ძილის პირველი საათი-სისხლში ლეიკოციტების რაოდენობა ორმაგდება, სხეულის ტემპერატურა ეცემა.

ძილის მეორე საათი-სხეული კიდევ უფრო მეტად დუნდება, მაგრამ ყოველ უჯრედში უკვე მიდის აღდგენითი სამუშაოები.

ძილის მესამე საათი-ტვინი იწყებს მთელი დღის მანძილზე მიღებული ინფორმაციის გაანალიზებას და ამ დროს ვიწყებთ სიზმრების დანახვას.

ძილის მეოთხე საათი-ყველა ორგანო ისვენებს, გარდა
ღვიძლისა.ის ცდილობს, ორგანიზმი გაწმინდოს დაგროვებული შლაკებისაგან.

ძილის მეხუთე საათი-ორგანიზმი საბოლოოდ დუნდება, პულსი და სუნთქვა ძალიან გაიშვიათებულია.არტერიული წნევა კი დაბალ ზღვარზეა.

ძილის მეექვსე საათი-ტვინს მიეწოდება სისხლის მინიმალური რაოდენობა.ამიტომ არაა მზად გაღვიძებისთვის.თუმცა ამ დროს ნებისმიერ უმნიშვნელო ხმასაც კი შეუძლია მისი გაღვიძება.

ძილის მეშვიდე საათი-თირკმელები ისვენებს, კუნთები მოდუნებულია, ნივთიერებათა ცვლა შენელებულია, მაგრამ ორგანიზმი უკვე მზადაა გასაღვიძებლად.

ძილის მერვე საათი-თირკმელზედა ჯირკვლები იწყებენ სისხლში ადრენალინის ჰორმონების აქტიურად გაშვებას და გულისცემა ხშირდება.ორგანიზმი უკვე ემზადება გასაღვიძებლად, თუმცა ცნობიერება ისევ მოდუნებულია.

ძილის მეცხრე საათი-იმუნური სისტემის ვარსკვლავური საათი.უკვე დროა გრილი შხაპის მიღების.

ახლა ალბათ გასაგებია, რატომ არის აუცილებელი მშვიდი ძილი ორგანისმისთვის და რატომ არაა სასურველი, გაწყვიტოთ ან შეამოკლოთ რვასაათიანი ძილი ამა თუ იმ მიზეზის გამო.