კესარია აბრამიძე მომავალ წელს „ევროვიზიაზე“? – „ბევრი მუშაობა დამჭირდება“




ანრი ჯოხაძის ახალმა კლიპმა „განა ყველა ქალი ქალია“, მაყურებელში აღფრთოვანება გამოიწვია. ანრი კლიპს კესარია აბრამიძის კადრით ამთავრებს. 


შეიძლება, სწორედ ეს გახდა ახალი ჭორის გავრცელების მიზეზი. სოციალურ ქსელში აქტიურად დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ მომავალ წელს სწორედ კესარია წარადგენს საქართველოს „ევროვიზიაზე“. შევეცადეთ, კესარიასგან გაგვეგო, მართლა აპირებს თუ არა ასეთ მასშტაბურ კონკურსში მონაწილეობას.


 - კესარია, სოციალურ ქსელში ჭორი გავრცელდა, რომ მომავალ წელს თქვენ წარადგენთ საქართველოს „ევროვიზიაზე.“ შესაძლოა, ჭორი რეალობად იქცეს? 
- მე ვერაფერს გეტყვით. 
- მღერით? 
- ამ საკითხთან დაკავშირებით რაღაც საუბარი იყო, მაგრამ მე რეალობად არ აღვიქვამ. არ მაქვს შესაბამისი ხმა, რომ მსგავსი ამბიცია მქონდეს. თუმცა როცა მემღერება, ვმღერი.
 - რომ შემოგთავაზონ, წახვალთ ამ კონკურსზე?
 - ბევრი მუშაობა დამჭირდება. უამრავი ნიჭიერი მომღერალია, მე რატომ უნდა წავიდე. ჩემი მხრიდან არ იქნება ჯანსაღი ამბიცია, რომ „ევროვიზიაზე“ გავიდე. სამწუხაროდ წვერი და თმიანობა არასდროს მქონია, თუ მაგას გულისხმობთ, თორემ ალბათ გავიდოდი (იცინის).