სოზარ სუბარი თანამდებობას ტოვებს

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი თანამდებობას ტოვებს.
ამის შესახებ „Front News“–ს კომპეტენტურმა წყარომ აცნობა.
მისივე თქმით, აღნიშნულის მიზეზად მინისტრის იმედგაცრუება სახელდება.

როგორც წყარო ყვება, სუბარს თანამდებობის დატოვება გადაწყვეტილი აქვს, თუმცა საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებამდე ამ ნაბიჯის გადადგმისგან თავს შეიკავებს და კოალიციაში გადადგომის შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაშიც დარჩება.