თბილისში მომხდარი სასტიკი ავარიის ამსახველი ფოტომასალა (ფოტო)+18



რედაქციის გაფრთხილება: არასრულწლოვნებისა და სუსტი ნერვული სისტემის მქონე პირთათვის თანდართული ფოტოს ხილვა არ არის მიზანშეწონილი.

სოციალურ ქსელში დღეს დილით ჩიტაიას ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ამსახველი ფოტომასალა ვრცელდება.

სატვირთო ავტომობილი მოხუც ქალბატონს, გზის გადაკვეთის დროს დაეჯახა. ქალბატონი ადგილზევე გარდაიცვალა.


როგორც „ნიუპოსტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.