ჩაშლილი ქორწილი - სიძეს ვირის როლი არ მოეწონა



სირიის ქალაქ ლატაკიაში უცნაური კურიოზი მოხდა, რომლის მიზეზიც საცოდავი ვირი, უფრო ზუსტად, ვირუკაზე შესრულებული სიმღერა აღმოჩნდა. 

ახალდაქორწინებული წყვილი მათ ცხოვრებაში დამდგარ ერთ-ერთ უბედნიერეს დღეს მეგობრებისა და ახლობლების წრეში აღნიშნავდა. ახლადგამომცხვარი წყვილის დაშორების მიზეზი პატარძლის მიერ არასწორად შერჩეული სახუმარო სიმღერა აღმოჩნდა, რომელიც სიძეს არ მოეწონა. 


აბა, რა სასიამოვნოა, როდესაც ახალმოყვანილი ცოლი ქმარს უძღვნის სიმღერას ასეთი ტექსტით: `მე შენ მიყვარხარ, ჩემო ვირუკა~. 

რამდენიმე წუთი ამ უცნაურ სიმღერაზე სიძემაც იხალისა, მაგრამ ბოლოს მოჰბეზრდა და მოწვეულ მომღერალს სიმღერის შეცვლა სთხოვა, მაგრამ მისგან მკაცრი უარი მიიღო, რადგან ეს სიმღერა მას პატარძალმა შეუკვეთა. 

საბოლოოდ განრისხებულმა მამაკაცმა მომღერალს მიკროფონი ხელიდან გამოგლიჯა და სამჯერ წარმოთქვა სიტყვა ''ტალიკი'', რაც ნიშნავს ''მე შენ გეყრები''. მუსლიმანური ტრადიციის თანახმად, ეს საკმარისია იმისთვის, რომ ქორწინება გაუქმებულად ჩაითვალოს.