ის არაფერი არ ღირს, მაგრამ ქმნის ბევრ რამეს.
ის ამდიდრებს იმათ, ვინც მას ღებულობს და არ აღარიბებს იმათ, ვინც მას გასცემს.
ის გრძელდება წამიერად, მაგრამ ხსოვნა მასზე რჩება სამუდამოდ.
არ არსებობს ისე მდიდარი ადამიანი, ვისაც შეუძლია მის გარეშე ცხოვრება და არც ისეთი ღარიბი, რომელიც არ გახდებოდა უფრო მდიდარი მისი მეშვეობით. ის ქმნის ბედნიერებას ოჯახში, კეთილგანწყობას საქმეებში და გვევლინება ერთგვარ პაროლად მეგობრებისთვის.
ის არის შთაგონება დაღლილთათვის, რწმენა სასოწარკვეთილთათვის, მზის სხივი დეპრესიაში მყოფთათვის და საუკეთესო ბუნებრივი საშუალება მწუხარების საწინააღმდეგოდ.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, შეუძლებელია მისი ყიდვა ან გაყიდვა, თხოვნა ან გათხოვება, მოპარვა ან წართმევა, რადგან ის წარმოადგენს ისეთ ღირებულებას, რომელიც არავის არ მოუტანს თუნდაც სულ უმნიშვნელო სარგებელსაც კი, თუ არ არის გაცემული საკუთარი სურვილით და სუფთა გულით.
როცა ამ სტრიქონებს წაიკითხავთ, მიმოიხედეთ გარშემო და თუ შეამჩნევთ, რომ ადამიანები ისე არიან ყოველდღიური პრობლემებით გადატვირთულნი და გადაღლილნი, რომ იმის ძალა არა აქვთ გაგიღიმონ, მაშინ ადექით და აჩუქეთ მათ თქვენი ღიმილი!