სასწრაფოდ: დარიალში საგანგებო ვითარებაა, სავარაუდოდ არის მსხვერპლი



დარიალის ხეობაში მეწყერი ჩამოწვა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მთის მასა მოწყდა, რამაც მდინარე თერგის დაგუბება გამოიწვია.

დარიალის ხეობაში მეწყერი ჩამოწვა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მთის მასა მოწყდა, რამაც მდინარე თერგის დაგუბება გამოიწვია.


როგორც ცნობილია, მეწყერმა ავტომობილები მოიყოლა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.

მდინარის დაგუბებას, ხეობის ლაფით ავსება და ჩარეცხვა ემუქრება. ამის გამო მიმდებარე ტერიტორიიდან ევაკუაცია გამოცხადდა.

როგორც „ნიუპოსტს“ შსს პრესსამსახურში განუცხადეს, ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სამსახურია მობილიზებული.