თამარ ბასილაიას თავის ტვინზე ოპერაცია 6 მაისს ჩაუტარდა, მეორე დღეს კი მდგომარეობა დამძიმდა.
ინგოროყვას კლინიკაში 26 წლის თამარ ბასილაია გარდაიცვალა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები სამედიცინო პერსონალს უპირისპირდებიან და აცხადებენ, რომ პაციენტი ოპერაციის შემდეგ უყურადღებოდ მიატოვეს.
გარდაცვლილის ოჯახის წევრები შესაბამისი უწყებებისგან რეაგირებას ითხოვენ. თამარ ბასილაია დღეს დილით გარდაიცვალა.
ოჯახის წევრების განცხადებით, მას თავის ტვინზე ოპერაცია 6 მაისს ჩაუტარდა, მეორე დღეს კი მდგომარეობა დამძიმდა.
პაციენტი 9 დღის განმავლობაში მართვითი სუნთქვის აპარატზე იყო გადაყვანილი. გარდაცვლილი მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოდან იყო. მას მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
"ბავშვი მიატოვეს უყურადღებოდ, ოპერაციის მერე და რატომ მიატოვეს, ბავშვი, რომ კიოდა რატომ არ იყვნენ იქ ადგილზე, და რატომ არ მოუარეს ბავშვს, მოვითხოვ ყველანაირად რა მოხდა და რა არა გამაგებინონ“, - აცხადებს გარდაცვლილის მამა ზაალ ბასილაია.
„ბავშვმა მიიღო კრუნჩხვები, მოიგლიჯა კათეტერი და კრუნჩხვებისგან, ნერვული სტრესიისგან მიიღო ინფაქტი, არც მკურნალი და არც მოირგე ექიმი პალატაში არ იყო. ბავშვი მოკვდა უყურადღებობით, ოპერაცია იყო ბრწყინვალედ ჩატარებული“, - განაცხადა გარდაცვლილის ბიძამ მერაბ ბასილაიამ.
ინგოროყვას კლინიკაში კი ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს მიერ საქმის შესწავლამდე კომენტარისგან თავს იკავებენ.
http://www.newposts.ge/