გავიწმინდოთ ორგანიზმი ზაფხულისთვის

გაზაფხულზე განსაკუთრებით სასურველია ორგანიზმის გაწმენდა. ბოლო დროს ძალიან პოპულარული გახდა მწვანე კოქტეილები. ინგრედიენტებს სეზონის მიხედვით ირჩევენ. აუცილებელი კომპონენტებია მწვანილი და წყალი. დანარჩენი, თქვენს არჩევანზეა დამოკიდებული: ვაშლი, მსხალი, ბანანი, ლიმონი, კოჭა, თალგამი. 


ვიტამინებით სავსე სასმელის მომზადებას 10 წუთი უნდა მხოლოდ - შერჩეულ ხილსა და მწვანილს, ცოტა წყალთან ერთად ბლენდერში ათავსებთ და ფაფისებური მასის მიღებამდე გათქვეფთ. ამგვარი კოქტეილი დილიდან შეგავსებთ ძალითა და ენერგიით და ორგანიზმს გაწმენდს ტოქსინებისგან. 

მაგალითად, შეგიძლიათ, ამგვარი კოქტეილი დაამზადოთ ჭარხლისგან:

სამ პერსონაზე დაგჭირდებათ: ორი ცალი ჭარხალი, ორი ცალი სტაფილო, 5 ცალი საშუალო სიტკბოს ვაშლი. 
გარეცხეთ ხილი და ბოსტნეული. ჭარხალი და სტაფილო გაფცქვენით. ვაშლს მოაცალეთ გული და თესლები, თუ გსურთ, ისიც გათალეთ. ყველაფერი პატარა კუბებად დაჭერით და ბლენდერში მოათავსეთ. დაუმატეთ 350 მილიგრამი წყალი და ყველაფერი გათქვიფეთ ბლენდერში.