რეზო გიგინეიშვილის ყოფილი ცოლი ავარიაში მოყვა


ETANEWS


რეჟისორ რეზო გიგინეიშვილის ყოფილი ცოლი, რუსული ''ვარკსვლავების ფაბრიკის'' ვარსკვლავი ნასტია კოჩეტკოვა ავარიაში მოყვა. მომღერალი საკმაოდ სერიოზულად დაზარალდა. 

როგორც გაირკვა, თავად იჯდა საჭესთან და ელექტროგადამცემ ბოძს მიეჯახა. ''ღმერთს მადლობა, რომ გადავრჩი'', -დაწერა ნასტიამ ''ფეისბუქზე''. 

არ არის ცნობილი, ფხიზელი იყო თუ არა.


შეგახსენებთ, ნასტიასთან რეზოს ერთი ქალიშვილი ჰყავს. შემდეგ მოიყვანა ცოლად ნიკიტა მიხალკოვის შვილი ნადია, რომელმაც კიდევ ორი შვილი გაუჩინა.