ჩეჩენი გენერლის მუქარა რუსეთის ფედერაციას უკრაინაში გამგზავრების წინ

ისა მუნაევი დუდაევის სახელობის მოხალისე ბატალიონს ქმნის, რომლის მიზანია, დაეხმაროს უკრაინას რუსული იმპერიალიზმის შესაჩერებლად.
ისა მუნაევი - პირველი ჩეჩნური ომის ბრიგადის გენერალი, ქალაქ ჯოხარ-კალას დამცველი, ამჟამად ცხოვრობს ევროპაში და ორგანიზებას უწევს ჯოხარ დუდაევის სახელობის მოხალისე ბატალიონის შექმნას, რომლის მიზანია, დაეხმაროს უკრაინას რუსული იმპერიალიზმის შესაჩერებლად.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება ისა მუნაევის მიმართვა:


,,მე, ისა მუნაევი, ჩეჩენი, ჩეჩნეთის რესპუბლიკის, იჩქერიის მოქალაქე, ვუცხადებ მთელ მსოფლიოს - ჩემი ქვეყანა იჩქერია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.

რუსეთის ფედერაციამ მოკლა რა 300 ათასი ჩემი თანამემამულე, 300 ათასჯერ მომკლა მე!

რუსეთის ფედერაციამ მოკლა რა ჩემი ხალხიდან 42 ათასი უცოდველი ბავშვი, 42 ათასჯერ მომიკლა შვილები მე!

რუსეთის ფედერაციამ, რომელმაც 255 ათასი ადამიანი ჩემი ხალხიდან გაატარა გამფილტრავ ბანაკებში, 255 ათასჯერ მაწამა მე!

რუსეთს ფედერაციას ჰყავს და აწამებს დღემდე თავის კონცლაგერებში 30 ათას ადამიანს ჩემი ხალხიდან და ამით, ყოველდღიურად ნაფლეთებად მიქცევს გულს!

რუსეთის ფედერაციამ გაანადგურა მშვიდობა ჩემი ხალხის და ამით გაანადგურა ჩემი მშვიდობა!

რუსეთის ფედერაციამ მოსწყვიტა სამშობლოს 250 ათასი ადამიანი ჩემი ხალხიდან, ამით მტანჯველი სასჯელი დამიწესა, რომელსაც ჰქვია - დარდი სამშობლოზე.

ნებისმიერი ჩემი ხალხიდან, რომელიც არ ცხოვრობს ჩემი გრძნობებით და ჩემი ტკივილებით, ჩემთვის ასჯერ უფრო ნაძირალაა, ვიდრე რუსეთის ფედერაცია!

ნებისმიერი ჩემი ხალხიდან, რომელიც არ ცხოვრობს რუსეთის ფედერაციის განადგურების აზრით, ჩემთვის იგივეა, რაც პუტინი!

ნებისმიერი ჩემი ხალხიდან, რომელიც ფიქრობს რუსეთთან ურთიერთობის ნებისმიერ სხვა ფორმატზე, ის პუტინზე უფრო ნაძირალაა!

ნებისმიერი მტერი რუსეთის ფედერაციის, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, ავტომატურად, ჩემი მეგობარია!“, - ნათქვამია ისა მუნაევის მიმართვაში.