ჩემზე ხდებოდა ფსიქოლოგიური ძალადობა - რას ჰყვება ნინა წკრიალაშვილი ბოლო ქორწინების შესახებ

პალიტრა TV"-ის ეთერში ახალი გადაცემის - "კაცია-ადამიანი?!" წამყვანი ლადო კახაძე სტუმრებთან ერთად საზოგადოებისთვის საჭირბოროტო საკითხებზე საუბრობს. 11 ივნისის გადაცემის თემა ქალზე ძალადობას მიეძღვნა. თემის ირგვლივ სასაუბროდ გადაცემაში მოსაზრებები დააფიქსირეს და საკუთარი ცხოვრებიდან რამდენიმე დეტალი გაიხსენეს გადაცემის სტუმრებმა: მოცეკვავე ომარ მხეიძემ, ფსიქოლოგმა გია ჯაჯანიძემ და მომღერალმა ნინა წკრიალაშვილმა. ამ უკანასკნელმა გარდაცვლილ მეუღლესთან თანაცხოვრების ბოლო პერიოდი გაიხსენა და მეუღლის მხრიდან ფსიქოლოგიურ ძალადობაზე ისაუბრა.