ყველა ხუმრობაში სიმართლის მარცვალიაო, ნათქვამია. ჰოდა, იმისაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ვარსკვლავები თითქმის არასოდეს ხუმრობენ, მაშინ ღირს ამ ჰოროსკოპის წაკითხვა.
ვერძი
დევიზი – "იარაღი სულ დატენილი უნდა იყოს!"
საყვარელი წიგნი: თვითშემოქმედება "საკუთარი ბრძნული გამონათქვამების კატალოგი"
საყვარელი საქმიანობა: ჯერ გასროლა, შემდეგ შეკითხვების დასმა.
იდეალური სამუშაო: სექსოპათოლოგია.
საკვანძო გამონათქვამი: "ეს შენ მე მეუბნები?"
კურო
დევიზი – "ის რაც მე მეკუთვნის – ჩემია, რაც შენ – ისიც ჩემია!"
საყვარელი წიგნი: "გაუმაძღარი გურმანი"
საყვარელი საქმიანობა: სადილის დროს საუბარი.
იდეალური სამუშაო: მოსამართლე, რომელსაც ხშირად საშინელი განაჩენები გამოქვს.
საკვანძო გამონათქვამი: "რატომ მაიძულებთ, რომ თავს დაგესხათ?"
ტყუპი
დევიზი – "წინ ევროპისკენ!"
საყვარელი წიგნი: "როგორ ვაიძულოთ ადამიანები ყველაფერში დაგვეთანხმონ".
საყვარელი საქმიანობა: ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება.
იდეალური სამუშაო: ვაჭრობა
საკვანძო გამონათქვამი: "იმიტომ, რომ მე ასე მინდა!"
კირჩხიბი
დევიზი: "შემოდი ჩემ სახლში!"
საყვარელი წიგნი: "ტანჯულის სახელმძღვანელო".
საყვარელი საქმიანობა: წუწუნი.
იდეალური სამუშაო: მრჩეველი ყველა ცხოვრებისეულ საკითხში.
საკვანძო გამოთქმა: "და ეს ყოველივე მას შემდეგ, რაც მე შენთვის გავაკეთე!?
ლომი
დევიზი – "ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე მსურს, ანუ საუკეთესოდ!
საყვარელი წიგნი: "როგორ დავეუფლოთ სწრაფად დაშინების ხელოვნებას".
საყვარელი საქმიანობა: ბრძანებების გაცემა.
იდეალური სამუშაო: ბოსების ბოსი.
საკვანძო გამოთქმა: "მიიღე, რაც გეკუთვნოდა?"
ქალწული
დევიზი –"კურდღლებსაც სჭირდებათ სიყვარული!"
საყვარელი წიგნი: "1001 ნაბიჯი სრული და საბოლოო გადაწყვეტილებისკენ".
საყვარელი საქმიანობა: ნერვიულობა.
იდეალური სამუშაო: ეიფელის კოშკის მნე, რომელიც პირადად ამოწმებს სათადარიგო კიბის ყველა საფუხურს.
საკვანძო გამოთქმა: "საქმე ასე ადვილად არ გამოვა!"
სასწორი
დევიზი – "სარკევ, სარკევ, მითხარი"
საყვარელი წიგნი: "როგორ დავქორწინდე ტილოზე მონა ლიზა".
საყვარელი საქმიანობა: არაბუნებრივად ღიმილი.
იდეალური სამუშაო: ნებისმიერის ადვოკატი.
საკვანძო გამონათქვამი: "მეორეს მხრივ..."
მორიელი
დევიზი – "თავდაცვის საუკეთესო საშუალება – თავდასხმაა!"
საყვარელი წიგნი: "როგორ მოვიპოვე შემწყნარებლობა – პროკურორის აღსარება".
საყავრელი საქმიანობა: მომდევნო ნაბიჯების გათვლა.
იდეალური სამუშაო: მოსამართლე, ჟიურის წევრი.
საკვანძო გამონათქვამი: "მე თქვენ გაჩვენებთ სეირს!"
მშვილდოსანი
დევიზი – "მეტი, ვიდრე გინდათ, რომ იცოდეთ!"
საყვარელი წიგნი: "როგორ გავხდეთ ერთ წუთში ფილოსოფოსი".
საყვარელი საქმიანობა: მჭევრმეტყველება ყველასთან, ვისაც არ ეზარება, რომ უსმინოს.
იდეალური სამუშაო: მეკობრეების დაცვის სამსახური.
საკვანძო გამონათქვამი: "ნუთუ ეს მე ჩავიდინე?"
თხის რქა
დევიზი: "ჩემს სიჯიუტეს ვერავინ მოდრეკს!"
საყვარელი წიგნი: "მსოფლიო ბატონობის მიღწევის ათი საიდუმლო".
საყვარელი საქმიანობა: უფროსობანას თამაში.
იდეალური სამუშაო: მილიონერის ფინანსური მრჩეველი.
საკვანძო გამონათქვამი: "არასოდეს უნდა იყო ზედმეტად მდიდარი და ზედმეტად ღარიბი!"
მერწყული
დევიზი – "სიურპრიზი! სიურპრიზი! გაუმარჯოს სიურპრიზს!"
საყვარელი წიგნი: "როგორ მივიღოთ სარგებელი მძინარე ზღარბებისგან".
საყვარელი საქამიანობა: შეეჩხიროს ყველას თვალებში.
იდეალური სამუშაო: ანგარიდან თვითმფრინავების შემყვან-გამომყვანი.
საკვანძო გამონათქვამი: "შეწინააღმდეგებას აზრი არ აქვს!"
თევზები
დევიზი – "... მაგრამ მისი ფიქრები ისე შორს იყო!"
საყვარელი წიგნი: "პლანეტებს შორის კომუნიკაციების სახელმძღვანელო".
საყვარელი საქმიანობა: მილიონერების გადარჩენა.
იდეალური სამუშაო: პროფესიონალი მტირალა.
საკვანძო გამონათქვამი: "ისეთი აღშფოთებული ვარ!"