მაგნიტური ქარიშხლის დღეები - გახშირდება უბედური შემთხვევები

მაგნიტური ქარიშხლის დღეები - გახშირდება უბედური შემთხვევები
დღეს მაგნიტური ქარიშხალის დღეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯანმრთელობის გაუარესება და უბედური შემთხვევებია მოსალოდნელი. მიხეილ ცაგარელის განმარტებით, მაგნიტური ქარიშხალი წელიწადში რამდენჯერმე შეიძლება იყოს, რა დროსაც ადამიანის ბუნება-განწყობის დისონანსი იქმნება, მატულობს კონფლიქტები, ცდუნებები, ავტოსაგზაო შემთხვევები, ან გულსისხლძარღვთა დაავადებები.


მიხეილ ცაგარელი: „არის მაგნიტური ქარიშხლების დღეები, რომლებიც ნეგატიურ ზეგავლენას ახდენენ ადამიანის გულსისხლძარღვთა სისტემაზე, ამიტომ პრობლემები შეიძლება შეიქმნას ჯანმრთელობის თვალსაზრისით. მაგალითად გახშირდეს თავის ტკივილები, თავი იჩინოს არტერიული წნევის ცვლილებამ. მაგნიტური დღეები ყოველთვის დისონანსს უქმნიან ადამიანის ბუნება-განწყობას. ეს დღე ნეგატიურ დაღს ასვამს ადამიანის გულსისხლძრღვთა სისტემას. სხვადასხვა ცდუნების, კონფლიქტის, აგრესიის გამოვლენის, ტრავმულობის და ავარიულობის შემთხვევები მატულობს“, – განმარტა მიშა ცაგარელმა.

ასტროლოგი აღნიშნულის გამო საზოგადოებას მოუწოდეს, იყვნენ ყურადღებით, ფრთხილად, დღე გაატარონ მაქსიმალური თავდაჭერით და ეცადონ, დადებითი განწყობა შეიქმნან.