„მანქანების ქართველი დილერები ცუდ დღეში ყოფილან“...

„ჩამოყვანილ მანქანებს ვეღარ ჰყიდიან,რადგან“...

ნებისმიერმა ხელისუფლებამ ერთი რამ უნდა იცოდეს - „დამშეულ კაცს თევზი კი არ უნდა მისცე, ანკესი მიეცი და თევზაობა ასწაველე"- წერს სოციალურ ქსელში შვეიცარიაში მყოფი პროფესორი გიორგი კავკასიძე და საქართველოში უცხოეთიდან ჩამოყვანილი მანქანების თემას ეხმაურება.


გიორგი კავკაიძე: „ ამასწინათ გადავეყარე ინფორმაციას რომ რუსთავის მანქანების ბაზრობა "გაჩერებულა", ჩამოყვანილ მანქანებს ვეღარ ჰყიდიან რადგან მათი დიდი ნაწილი აზერბაიჯანში რეექსპორტისთვის ყოფილა გათვალისწინებული, აზერბაიჯანში კი ახალი კანონი მიუღიათ, რომელიც კრძალავს "ბებერი ავტომობილების" შემოყვანა-რეგისტრაციას.
მანქანების ქართველი დილერები ცუდ დღეში ყოფილან - მოგების მიზნით შესყიდული ავტომანქანების უმეტესობას კრედიტით ჰქონიათ შესყიდული და ეხლა კრედიტის ფულს ვეღარ იხდიან, რადგან "საქონელი ჩაუწვათ". კოლექტიური მიმართვაც გაუკეთებიათ საქართველოს მთავრობისთვის -"სთხოვეთ აზრბაიჯანის მთავრობას რომ ეს ახალი კანონი დროებით შეაჩეროს რომ ჩვენ მანქანების გაყიდვის და ვალების (კრედიტის) დაბრუნების საშუალება მოგვეცესო".
გუშინ ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებაც ვნახე, რომელიც მთავრობას ურჩევს რომ ბანკებს მოსთხოვოს საურავები გააუქმონ და დილერებს მდგომარეობა შეუმსუბუქონ.
ჯერ რა უაზრობა თუ გულბრყვილობა თუ გნებავთ უტიფრობაა რომ უცხო სახელმწიფოს მოსთხოვო თავისი კანონმდებლობა შეცვალოს შენი სახელმწიფოს მოქალაქეების ერთი ჯგუფის სასარგებლოდ? მეორე კიდევ - ბანკების საქმიანობაში რატომ უნდა ერეოდეს სახელმწიფო? თუ დასაქმების პროგრამებში სპეციალობების გადამზადების კურსები არსებობს, რატომ არ არსებობს ბიზნესის და მარკეტინგის საფუძვლების შემსწავლელი კურსები? ეს ხომ სახელმწიფოსაც წაადგება და მოსახლეობასაც? იმ მანქანების დილერებს რომ სცოდნოდათ ბაზრის PESTEL ანალიზის შინაარსი, დიდი ალბათობით ასეთ დღეში არ ჩავარდებოდნენ, რადგან აზერბაიჯანში ამ მანქანების რეგისტრაციის კანონის განხილვა თითქმის ერთი წლის წინ დაიწყო...

ნებისმიერმა ხელისუფლებამ ერთი რამ უნდა იცოდეს: „დამშეულ კაცს თევზი კი არ უნდა მისცე, ანკესი მიეცი და თევზაობა ასწაველე"