„გიგი უგულავა ცოლს შორდება. ლელა კილაძე არ არის იმ ტიპის ქალი, რომელიც ქმარს ციხეში მიაკითხავს“

ყველა ადამიანს აქვს აღმავლობისა და დაღმასვლის, წარმატებისა და წარუმატებლობის პერიოდი, როგორც კარიერულ მოღვაწეობაში, ისე პირად ცხოვრებაშიც. ხშირად ხდება - თუ ერთხელ ფეხი აუცდა, შესაძლოა, მწვერვალიდან ისეთი სისწრაფით დაეშვას, რომ სხეულის არცერთი ნაწილი საღი არ შერჩეს. მსგავსი ფაქტები უამრავია და ხშირად ბედისწერის შავი ტუზი, მთელს სამეგობროს თავში ერთად დაეცემათ ხოლმე და უბედურების კორიანტელშიც ხშირად ერთად ეხვევიან. ასე დაემართათ ნაციონალებს ხელისუფლებაში მოსვლითანავე.


2003 წელს, როცა ქვეყანაში “ვარდების რევოლუცია” მოხდა და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლას ნიაღვარივით მოჰყვა, უზარმაზარი არმია ისეთი ადამიანებისა, რომლებმაც ბავშვობის ოცნებების ახდენა ხელისუფლებაში მოხვედრასთან გააიგივეს და “მცირეწლოვანმა” ბიჭებმა თანამდებობები და ამ სამსახურებთან დაკავშირებული ყველა სიამოვნება დაუმსახურებლად მიიღეს. ფული, ძვირად ღირებული მანქანები, ე.წ. „ნაშები“ და თანაპარტიელებთან ერთად ზღვარს გადასული ორგიები. ეს ყველაფერი ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა.

ნაციონალების თითქმის ყველა ცნობილმა სახემ თუ ლიდერმა, ყველაფერი ძველი, ახლით ჩაანაცვლა. ეს არ იყო მარტო სახლი, აგარაკი, მანქანა, ბიზნესწილები და სხვა სიამ-ტკბილობები. მათ, ცოლებიც კი, რომლებთანაც საერთო შვილები ჰყავდათ, გამოცვალეს - ზოგმა უცხოელი “ნაშოჩკათი” ჩაანაცვლა ქართველი ცოლი, ზოგმაც ცოლი მრავალ უზნეობასთან დაკავშირებულ ქალში გაცვალა. მოკლედ, ნაც-ბიჭ-ბუჭ-კაცები, გრძნობათა მორევში გადაეშვნენ და ახალ-ახალი ცოლებიც შეირთეს.

ამ მხრივ გამონაკლისი არც გიგი უგულავაა და „ძველი“ ცოლი “ახლით” - ლელა კილაძით ჩაანაცვლა. ამაში ტრაგიკული არაფერია, მაგრამ როცა კაცი სიყვარულისთვის მსხვერპლს გაიღებს და საყვარელ ქალს ყველაფერს უსრულებს, მისი სხეულის კორექციისთვის უამრავ ფულს ხარჯავს, რომ უსახური სხეული ცოტა უკეთესით შეუცვალოს, უცვლის და უკეთებს ახალ უკანალს და ტუჩებს, ასევე სხვა პიკანტურ ადგილებსაც მედიცინის უახლესი მიღწევებით “რესტავრირებას უკეთებს” და შეუხედავ ქალს, მისთვის სასურველ ქალად აქცევს, მიუხედავად ამისა, ქალი მაინც სხვაგან იყურება და ქმრის ერთგულებით მაინცდამაინც არ გამოირჩევა - ტრაგედიაა, აბა, რა შეიძლება ეწოდოს ამ საქციელს?!
ეს ტრაგედია კი, არც მეტი, არც ნაკლები, ქალაქის ყოფილ მერს გიგი უგულავას დაატყდა თავს. უგულავა  4 ივლისს რომ დააკავეს და სასამართლომ 2-თვიანი პატიმრობა რომ მიუსაჯა, ეს ყველასთვის ცნობილია, მაგრამ ის, რაც ახლა მკითხველს უნდა მივაწოდო, უკვე ამ ტრაგედიის გაგრძელებას ჰგავს.

„ექსკლუზივ ნიუსს“ გიგი უგულავას დაკავების შემდეგ კონფიდენციალურმა წყარომ საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა:

„გიგი უგულავა, გარდა იმისა, რომ ერთი ბაქი-ბუქა კაცი და ქალაქის ბიუჯეტის მილიონების მიმტაცებელია, როგორც კაცი და ქმარი ვერ  დგას  მის სიმაღლეზე. თავისი ცოლი, ლელა კილაძე, რომელიც საგულაოდ გუკა რჩეულიშვილთან ერთად იყო წაბრძანებული ამერიკაში და ეს მთელმა ქვეყანამ იცის. თუ მაგარი კაცია და ცოლმა თავზე რქები არ დაადგა, მაშინ ამის შესახებ მინიმუმ უნდა გაეპროტესტებინა და ვინც ეს გაავრცელა, მისთვის ეჩივლა. მაგრამ რას იჩივლებს, იმიტომ, რომ ჩმორია და იცის, რომ თავისი ცოლი რქებს ადგამს. ახლახანს კი ლელა კილაძე ნანუკა ჟორჟოლიანთან ერთად ლონდონში იყო წაბრძანებული  და ევროპაში გრიალებდა. გიგის სასამართლო პროცესზე ჩამოვიდა და თითქოს ქმარი უყვარს, გვერდით “ტანჯული სახით” ეჯდა. გიგი უგულავას  გიგა ბოკერიამ და ნაცლიდერებმა ურჩიეს,  დაივიწყე ახლა შენი ცოლის ღალატი და პირადი. მთავარია, ლელა აქ იჯდეს, შენს გვერდითო და ჩმორმა და არაკაცმა უგულავამ, ღირსებაზე მაღლა, პარტიული ინტერესები დააყენა. გულისამრევი სცენა იყო, სასამართლო დარბაზში ლელამ  რომ გიგის აკოცა. ეს ხალხის თვალის ასახვევად ნაციონალების დადგმული სცენარი იყო, ვითომდა, არაფერი ხდება და ყველაფერი რიგზეაო. სინამდვილეში ლელა კილაძე აპირებს, გიგი უგულავას გაშორდეს. ეს კილაძეს რამდენიმე თვის წინ ჰქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ ახლა გიგის დაკავებამ მოვლენები დააჩქარა. ლელა კილაძე არ არის იმ ტიპის ქალი, რომელიც  ქმარს ციხეში მიაკითხავს და წლების განმავლობაში უმამაკაცოდ გაძლებს.  მას გადაწყვეტილი აქვს, გიგისთან ხელი გააწეროს და ამ განქორწინებიდან ფინანსური სარგებელი ნახოს.  დაკავებამდე არ იყო ქმრის ერთგული და დაკავების შემდეგ, რაზეა ლაპარაკი?
ამაზეა ნათქვამი, გაჭირვებულ კაცს ქვა აღმართში დაეწიაო. გიგი უგულავას თავს ყველა უბედურება ერთად დაატყდა. მან ის მიიღო, რაც უფლისგან დაიმსახურა“.
„ექსკლუზივ ნიუსი“ ინფორმაციის გადამოწმებას ლელა კილაძესთან შეეცადა, მაგრამ ამაოდ, მან ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა.


http://exclusivenews.ge/