6 პროდუქტი, რომელიც სექსუალურ პოტენციას ზრდის

მარწყვი და ჟოლო

მნიშვნელოვნად აძლიერებს პოტენციას. ისინი დადებითად მოქმედებენ, როგორც მამაკაცის, ასევე ქალის სექსუალურ აქტივობაზე, რისი მიზეზიც მათში შემავალი მინერალი თუთიაა. ის ხელს უწყობს ჰორმონ ტესტოსტერონის გამომუშავებას და ადვილად აღაგზნებს ორივე სქესის წარმომადგენელს.

ნუში

მდიდარია E ვიტამინითა და კალციუმით, რაც საუკეთესო საკვებია ტვინისთვის და აძლიერებს სქესობრივ ლტოლვას.

ავოკადო

მასში შემავალი ცხიმები და ვიტამინები ხელს უწყობს მამაკაცის სათესლე ჯირკვლების ფუნქციონირებას.

ქოქოსი

ეს ხილი ზრდის სპერმის რაოდენობას და წმენდს შარდის ბუშტს. უმჯობესია თაფლთან შერეული ქოქოსის წვენის მიღება, რაც პოტენციის ამარლებაშიც დაგეხმარებათ.

არაჟანი

სპეციალისტთა თქმით, მისი სისტემატიური მიღება ხელს უწყობს პოტენციის ამაღლებას.

ხმელი სუნელი

ეს სანელებელი პოტენციის ძლიერი სტიმულატორია. მეცნიერების კვლევით დადგინდა, რომ ხმელი სურნელი მამაკაცის ლიბიდოს მინიმუმ მეოთხედით ზრდის.