ყველაზე მომაკვდინებელი სნაიპერები ისტორიაში

წარმოგიდგენთ ხუთ ყველაზე მომაკვდინებელ სნაიპერს ისტორიაში. სია დაკომპლექტებულია არა მკვლელობების რაოდენობით, ან ყველაზე შორ დისტანციაზე განხორციელებული ზუსტი გასროლით, არამედ ჯამში, მთლიანი კარიერის მიხედვით.


5. რობ ფურლონგი, კანადის არმია

ფურლონგი დიდი ხნის განმავლობაში იყო რეკორდსმენი სნაიპერის მიერ ყველაზე შორ მანძილზე განხოციელებული სროლისთვის - 2,5 კილომეტრის დაშორებით.

4. კაპირანი ვასილი ზაიცევი, საბჭოთა არმია

ზაიცევი სტალინგრადის ბრძოლაში იღებდა მონაწილეობას. ბრძოლის განმავლობაში მან 225 მეტოქე გამოასალმა სიცოცხლეს, მათ შორის 11 სნაიპერი, რის გამოც დიდი აღიარება მოიპოვა. ძირითადად ზაიცევი კილომეტრი და უფრო შორი მანძილის რადიუსზე კლავდა მსხვერპლს.

3. კრის კაილი, ამერიკის არმია

კრის კაილი აღიარებულია ყველაზე მომაკვდინებელ ამერიკელ სნაიპერად. მის სახელზეა 160 დადასტურებული და უამრავი დაუდასტურებელი მკვლელობა. მას მიღებული აქვს ორი ვერცხლის ვარსკვლავი, ხუთი ბრინჯაოს ვარსკვლავი და სხვა მრავალი სამხედრო ორდენი. მან დაწერა ავტობიოგრაფია ”ამერიკელი სნაიპერი”, რომელიც ბესტსელერად იქცა, ხოლო კლინტ ისტვუდმა მის შესახებ ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო.

2. კარლოს ნორმან ჰეჩკოკი, ამერიკის არმია

ჰეჩკოკი ყველაზე ნაყოფიერი სნაიპერია ამერიკის ისტორიაში. კრის კაილი მასზე ამბობდა: ”შეიძლება ჩემს ანგ

არიშზე მეტი მსხვერპლია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე მას ვჯობივარ. უბრალოდ, მე უკეთეს პოზიციებში მომიწია ყოფნა და უფრო მეტი შანსები მქონდა. მე ვიყენებდი ბალისტიკურ კომპიუტერებს, რომელიც გეუბნება ზუსტად რაც უნდა გააკეთო, ამიტომ მე უბრალოდ მაიმუნი ვიყავი იარაღით ხელში”.

1. სიმო ჰაიჰა, ფინეთის არმია

ჰაიჰა ყველაზე წარმატებული სნაიპერია მილიტარისტულ ისტორიაში. მეტსახელად ”თეთრი სიკვდილი” თავის კომუფლაჟის გამო შეარქვეს, რადგან ის სულ თეთრებში იმოსებოდა. მის ანგარიშზეა 505 დადასტურებული მკვლელობა ფინეთსა და საბჭოთა კავშირის ზამთრის ომში. რაც ყველაზე საოცარია, ჰაიჰა არ იყენებდა ოპტიკურ სამიზნეს, მხოლოდ ლულის წვერზე არსებული რკინის სამიზნით იღებდა მიზანში მსხვერპლს.

მომზადებულია controversialtimes.com-ს მიხედვით.