ბოზობის მსოფლიო ჩემპიონატი და "რიჟას" დღე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გივი თარგამაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ბიზნესმენ გიორგი კაპანაძის განცხადებებს ეხმაურება.


"მახსოვს, მთელი იმ "დაწყევლილი ცხრა წლის" განმავლობაში "ნაღდი ბიჭები" და "ვიშე-კრიში" გოგოები გოდებდნენ, რას შვრებიან, მთელი ქვეყანა გააბოზესო. მაგრამ, ჰოი საოცრებავ! როგორც კი ამ სოციუმმა "თავისუფლად სუნთქვა" დაიწყო,
ბოზობა მათს საუკეთესო გართობად და საამაყო საქმიანობად იქცა. მას პომპეზური სახელიც დაარქვეს: სამართლიანობის აღდგენა! ჰოდა სწორად ამ დევიზით და საქართველოს მთავრობის, პირადად ჩემი მეზობელი ჰაკიმის პატრონაჟით თბილისში გამართულ ბოზობის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა ვინმე გიორგი კაპანაძემ, იგივე რიჟამ, რომელმაც სხვებზე იმით იმარჯვა, რომ საუკეთესო მეგობრის მიმართ არა მხოლოდ სიტყვიერად იბოზა, თვეების მანძილზე ოპერატიული კამერითაც გადაუღო და ბოლოს, სულაც ტელეკომპანია იმედზე, თეა სიჭინავას გადაცემა "ბოზების დრო"-ში გააგრძელა ეს ქმედება! დღეს რიჟას მხურვალედ მიესალმებიან! დღეს რიჟას დღეა! მაგრამ რიჟამაც იცის, ჰაკიმი ჩაივლის მალე", - წერს თარგამაძე.

ambebi.ge