ნინა წკრიალაშილის დიეტა - 3 თვენახევარში მინუს 35 კილო

\


ნინა წკრიალაშვილმა PrimeTimeNews-სთან მიცემულ ინტერვიუში გაამხილა საიდუმლო, თუ როგორ დაიკლო 3 თვენახევარში 35 კილო.
„შიმშილით დავიკელი და მერე ნევროზი ავიკიდე. იმის მერე კარგად არ ვარ. თმის ცვენა დამეწყო, ფრჩხილები გამიფუჭდა. მხოლოდ წყალს და ყავას ვსვამდი და დღეში ერთ ფორთოხალს ვჭამდი. უენერგიოდ კი ვიყავი. მაგრამ გახდომა ისე მინდოდა, მხოლოდ მაგაზე ვფიქრობდი. ცხოვრებაში ასე ამოჩემებული მიზანი ჯერ არ მქონია.
ეკლესიაშიც კი დავდიოდი და ღმერთს გახდომას ვთხოვდი. მსუქანი ძალიან მახინჯი ვიყავი და სარკეში რომ ვიხედები და ჩემი თავი არ მომწონს, ისე განვიცდი, ლოგინში ვწევარ. ახლა 55 კილო ვარ. ნებისყოფა არ მაქვს 50 კილომდე ჩავიდე. განტვირთვას ვაკეთებ, ისე ვჭამ ცოტ-ცოტას“ - აცხადებს ნინა.