ტიბეტური ელექსირი გასაახალგაზრდავებლად

გასაახალგაზრდავებელი ტიბეტური ელექსირის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 350 გრამი შემოდგომის ნიორი, 200 გრ 96-გრადუსიანი ეთილის სპირტი, თიხის ჭურჭელი (ეს მეტად მნიშვნელოვანი დეტალია!). ნიორი დანაყეთ, ჭურჭელში გადაიღეთ და დაასხით სპირტი. ჭურჭელს თავზე დაახურეთ და 10 დღე ასე დატოვეთ. გადაწურეთ და კიდევ 2 დღე გააჩერეთ. ორი დღის შემდეგ ნაყენი მზად არის. ის უნდა მიიღოთ რძესთან ერთად შემდეგი სქემით: პირველ დღეს - 1 წვეთი დღეში 3-ჯერ; მერე და მერე ყოველდღე დაამატეთ თითო წვეთი, ვიდრე 15-მდე არ ახვალთ. ამის შემდეგ ყოველდღე თითო მოაკელით, ვიდრე 1 წვეთამდე არ ჩამოხვალთ. მერე კი ყოველდღე მიიღეთ 25-25 წვეთი, სანამ არ გათავდება.